შვიდიდან ერთის, „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდტის, არტაკ ოვსეპიანის ბიოგრაფია ვერ მოვიპოვეთ.
გთავაზობთ დანარჩენი კანდიდატების ბიოგრაფიებს.
N2 ბაქარ შირაძე – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“; დაიბადა 1982 წლეს ბაკურიანში;
დაამთავრა ბაკურიანის საშუალო სკოლა;
სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.
2000 წლიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.
2013 წლამდე კი შსს–სა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
N5 ვალერი გრიგალაშვილი –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“დაიბადა 1962 წლის 29 ივნისს, ქალაქ ბორჯომში.
1979 წელს დაამთავრა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის საშუალო სკოლა.
1989 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990 – 2015 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე:
2015 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
N8 ზაზა ჩაჩანიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; დაიბადა 1969 წლის 5 მარტს ბორჯომში;
1985 წელს დაამთავრა ბორჯომის N3 საშუალო სკოლა;
1989–93 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით;
1993–96 წლებში იყო შპს „ნუა“–ს დირექტორი;
1996–2004 წლებში იყო ქართულ–ებრაული ერთობლივი საწარმო „BIG” გენერალური დირექტორი;
2011–14 წლებში იყო შპს „არტგრუპდინასტ“–ის დირექტორი;
2014–17 წლებში იყო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე;
N10 გიორგი გიუაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;დაიბადა 1979 წელს, ბორჯომში;
დაამთავრა ბორჯომის საშუალო სკოლა;
2012–14 წლებში იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე;
2015 წლიდან დღემდე არის „ლეიბორისტული“ პარტიიდან ბორჯომის საკრებულოს წევრი;
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
N37 დავით როკეტიშვილი – „სოციალისტური საქართველო“.დაიბადა 1972 წლის პირველ იანვარს ბორჯომში;
დაამთავრა ბორჯომის N3 საშუალო სკოლა;
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის ვეკუას სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე;
2000 წლიდან, 2012 წლამდე სხვასხვა ოპოზიციური პარტიების წევრი იყო.
2012 –14 წლებში იყო „ქართული ოცნების“ წევრი.
2014 წლიდან დღემდე არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ჰყავს მეუღლე.
N41 ლევან ლიპარტია – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“; დაიბადა 1981 წლის 11 იანვარს;
1998–2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობაზე;
პარალელურად სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში საბანკო–საგადასახადო საქმის სპეციალობაზე, რომელიც 2003 წელს დაამთავრა;
2004 იანვრიდან ივნისამდე ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და განათლების სამსახურის უფროსი;
2004 წლიდან დღემდე მუშაობს ბორჯომის სხვასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]