FM97.5 / LIVE

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2016
ახალციხის მერიამ, ქალაქის „საპატიო მოქალაქეები“ დღეს, 30 ივნისს „ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაასახელა. „საპატიო ახალციხელის“ წოდება თინათინ ჯაყელმა, ნათელა იაძემ და ლელა ნაროზაულმა მიიღეს.

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია

„ახალციხის ციხეზე“, „ახალციხელობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი, საღამოს „საპატიო მოქალაქეების“ დასახელება იყო.

ქუჩისა და ონლაინ-გამოკითხვის ხმების დაჯამების შემდეგ, ქალაქის მერიამ საპატიო მოქალაქეობის 10 კანდიდატიდან სამი გამოავლინა.
8 ქალისა და 2 მამაკაცისაგან, ხმათა უმრავლესობით საპატიო მოქალაქეები თინათინ ჯაყელი, ნათელა იაძე და ლელა ნაროზაული გახდნენ.
„საპატიო მოქალაქები“ ქალაქის მერიამ, სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვა.

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია ნათელა იაძე 1944 წლის 24 იანვარს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა. 1963-65 წლებში მუშაობდა გაზეთ „წითელი დროშის“ რედაქციაში, კორექტორად.

1971 წელს ჩააბარა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორის ფაკულტეტზე.

1965 -1995 წლებში ახალციხის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 1995-2005 წლებში კი ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი.

ამბობს, რომ 1995 წლიდან არის ახალციხელობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორია.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია ლელა ნაროზაული 1945 წლის 8 მარტს, არხოტში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისი სერგო ზაქარიაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, რის შემდეგაც სამუშაოდ ახალციხეში, კულტურის სახლში გადმოვიდა.

წლების განმავლობაში ჰქონდა გახსნილი ფოლკლორის წრეები, სადაც ახალგაზრდებს სალამურზე, ჩონგურსა და ფანდურზე დაკვრას ასწავლიდა.

ამჟამად არის ვალის სამრევლო სკოლის და ახალციხის სასულიერო სემინარიის პედაგოგი.
თინათინ ჯაყელი 1952 წლის 28 ნოემბერს, ჩოხატაურის სოფელ დაბლაციხეში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

1975 წელს იყო ჩოხატაურის ბანკის ეკონომისტი. 1976-1989 წლებში ენგურჰესის მშენებლობასა და საქჰიდრომშენში მუშაობდა სხვასხვა თანამდებობებზე.

1993 წლიდან მუშაობდა კერძო სექტორში, ამერიკულ-ქართული ორგანიზაციის მენეჯერად. 2004 წლიდან დღემდე თანამშრომლობს სხვასხვა დიასპორებთან.

2005 წლიდან არის სასტუმრო სახლის „საქართველოს“ მეპატრონე და დირექტორი. 2012 წლიდან არის ფონდ „ჩვენებურების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი .

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია თინათინ ჯაყელი მიმდინარე წელს, ახალციხეში, სინაგოგის 275 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ჰყავს ორი შვილი და 4 შვილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპატიო ახალციხელის სტატუსი პირველად 2004 წელს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს მიენიჭა.

საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების ტრადიცია 2013 წელს, მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა. ამ წელს ეს ტიტული კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭა.

2014 წელს საპატიო ახალციხელის წოდება ერგოთ: ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზს მამა სტეფანეს, ახალციხის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსსა და სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეს ვახტანგ კვესელაძეს და ჯაყელების გვარის შთამომავალს ომარ ჯაყელს.

2015 წელს კი საპატიო ახალციხელებად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, სახალხო მთქმელი ვასილ კვინცხაძე და წლების განმავლობაში ახალციხის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ელგუჯა კოპაძე დასახელდნენ. ეს იყო პირველი წელიწადი, როდესაც საპატიო მოქალაქეების შერჩევა მერიამ მოქალაქეებს მიანდო.

ახალციხეს ამდრომდე სულ 10 „საპატიო ახალციხელი“ ჰყავდა, ათივე მათგანი მამაკაცი. მათ სიას წელს სამი ქალი დაემატა.

[ლუბა გიორგაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
რის მიხედვით შეარჩიეს 'ახალციხის საპატიო მოქალაქეები'