FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 27.05.2014
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს 5 კანდიდატიდან აირჩევენ.

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები

ხუთივე კანდიდატი მამაკაცია: ბახვა გელაშვილი – ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე); ოლეგი ძოწენიძე – „ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიციიდან“; გოჩა გვარამაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“; მამუკა გოგოლაძე – „დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ და ზაზა მელიქიძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ბახვა გელაშვილი 1967 წლის 27 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში დაიბადა. 1982 წელს ამავე სოფლის 8 კლასი დაამთავრა. რის შემდეგაც სწავლა ახალციხის სანერგე საბჭოთა მეურნეობის ტექნიკუმში გააგრძელა. აღნიშნული სასწავლებელი 1986 წელს დაამთავრა. 1988 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის სატყეო მეურნეობაში, 1992 წელს კი სოფელი ჭვინთის საბჭოთა მეურნეობაში მუშაობდა. საბჭოთა მეურნეობების გაუქმების შემდეგ, მძღოლად მუშაობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ოლეგი ძოწენიძე 1975 წლის 16 აგვისტოს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლა. 1989–1992 წლებში ახალციხის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში საბუღალტრო ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად, ჩააბარა გორის სახელმწიფო ინსტიტუტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაამთავრა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ახალციხეში, საგადასახადო ინსპექციაში. აღნიშნულ სამსახურში, 18 წლის განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ბოლოს, 2013 წლის სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთის სექტორის უფროსი იყო. საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამჟამად შპს "პროგრესში" ფინანსურ მენეჯერად მუშაობს. ასევე დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისათვის", სადაც ასევე ფინანსური მენეჯერია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები გოჩა გვარამაძე1963 წლის 12 იანვარს, ახალციხეში დაიბადა. საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მუშაობდა ახალციხის სანერგე მეურნეობაში, შემდეგ კოოპერატივ "არწივის თვალის" თავმჯდომარე იყო. 1991–1992 წლებში ახალციხის რაიონის პრეფექტურაში მუშაობდა, 1993–1996 წლებში ჯერ ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი პირველი მოადგილე იყო. 1996-1999 წლებში ახალციხის საკონსერვო ქარხნის დირექტორის პოსტზე მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი და ეროვნებათშორისი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2009 წელს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2009–2013 წლებში კი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები მამუკა გოგოლაძე1966 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ ვალეში დაიბადა. დაამთავრა ვალის პირველი საჯარო სკოლა. 1987–1992 წლებში თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროტექნიკის–სანტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ინჟინერ–მშენებელის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კომპანია "ვალეს" პრეზიდენტი გახდა, რომელიც სურსათით და ავეჯით ვაჭრობდა. მოგვიანებით სხვადასხვა წლებში, რუსეთში, მშენებლობაზე იყო დაკავებული. 2007–2008 წლებში ხორცის პროდუქტების კომპანიის, შპს "აპისის" გენერალური დირექტორი იყო. (2008 წლიდან კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა).

ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ზაზა მელიქიძე1966 წლის 6 მაისს, ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშში დაიბადა. დაამთავრა ამავე სოფლის საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში, საბუღალტრო–ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მუშაობდა სარემონტო სახელოსნოში ავტოშემკეთებლად, შემდეგ ახალციხის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების მომარაგება–გასაღების უფროსად. მოგვიანებით კი ამავე გაერთიანების ლუდის საამქროს თავმჯდომარე იყო. ასევე იყო შპს „მესხეთი XXI“ –ის დირექტორი. 2010 წლიდან კი შპს „მელიზას“ ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები
ხვალ ახალციხეში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
6 უბნის მონაცემებით, ახალციხეში ზაზა მელიქიძე ლიდერობს