FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.09.2016
ახალციხის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ზედგინიძეა. ზედგინიძე ამბობს, რომ ესინჯა ძალები რიგგარეშე არჩევნებში ამის სურვილიც ჰქონდა და პარტიიდან შეთავაზებაც მიიღო.

ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა

ზედგინიძემ დასარეგისტრირებლად N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას, დღეს, 8 სექტემბერს მიმართა. შეგახსენებთ, დღეს სუბიექტებისთვის რეგისტაციის ბოლო ვადა იყო.

„წარმოვადგენ ჩემს პროგრამას და რის გაკეთებას ვაპირებ ამაზე იქ ვისაუბრებ ვრცლად. აქამდე თავი არ შემირცხვენია და არც ახლა შევირცხვენ“, – აცხადებს ზედგინიძე.

ვლადიმერ ზედგინიძე ყოფილი პოლოციელია. იგი სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოებში მუშოაბდა. ჯამში სამართალდამცავ სტრუქტურებში 36 წელიწადი მუშაობდა.

1985-1995 წლებში შსს-ს ბორჯომისა და ახალციხის რაიონულ განყოფილებაში იყო, ასევე მუშაობდა წალკის მილიციის უფროსადაც;
1995-2005 წლებში რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და რეგიონის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

ვლადიმერ ზედგინიძე 1948 წლის 8 მარტს, ბორჯომში დაიბადა.სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ორი: ისტორიული (1969 წელს) და იურიდიული (1980 წელს) ფაკულტეტი. იყო სკოლის პედაგოგი. ახალციხეში საცხოვრებლად 1981 წლის თებერვლიდან გადმოვიდა.

ამჟამად იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მიწვეული პედაგოგია. 2005 წლიდან კი კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ („ნათია 777“) დამფუძნებელი და მენეჯერი.

ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

აქვე შეგახსენებთ, წელს ვლადიმერ ზედგინიძე იყო ერთ–ერთი იმ 10 მოქალაქეს შორის, რომლებიდანაც ახალციხის საპატიო მოქალაქეებს არჩევდნენ.

ამ დრომდე ახალციხის მერობის კანდიდატებად მოიაზრებიან:

ბესიკ ტაბატაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“;
ირაკლი ერეკლიშვილი – „ნაციონალური მოძრაობიდან“;
ჯუმბერ ინასარიძე – „ეროვნული ფორუმიდან“;
ივანე გვარამაძე – ბლოკიდან “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”;
ვლადიმერ ზედგინიძე – ‘ქართული ოცნებიდან“.

ვინ დაემატება, ან რა შეიცვლება ამ სიაში, დღეს, 18:00 საათის შემდეგ გაირკვევა. დღეს სუბიექტებს საოლქო კომისიებისთვის მიმართვის ბოლო ვადა ჰქონდათ. საოლქომ დოკუმენტაცია 2 დღის ვადაში უნდა შეისწავლოს. საბოლოო სია, ვინ იბრძოლებს ახალციხის მერობისთვის, 2 დღეში გახდება ცნობილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე
ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები