"სამხრეთის კარიბჭე" გთავაზობთ ახალი მერების მოკლე ბიოგრაფიებს
ზაზა მელიქიძე - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი დაიბადა 1966 წლის 6 მაისს ასპინძაში.
1983 წელს დაამთავრა ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშის საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1986-1988 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1988 წელს იყო ახალციხის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი.
1992-1996 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „ვარძიაში“ მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსად.
1997-2000 წლებში იყო შპს „ვარძიის“ ლუდის საამქროს უფროსი.
2000-2003 და 2010-2014 წლებში იყო შპს „მელიზას“ დირექტორი.
2003-2010 წლებში ეკავა შპს „მესხეთი XXI“-ის დირექტორის თანამდებობა.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზაქარია ენდელაძე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიდაიბადა 1976 წლის 21 მარტს ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში;
1993 წელს დაამთავრა ადიგენის რაიონის სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა;
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი;
2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალობებით, მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.
1999-2004 წლებში მუშაობდა შსს-ს ორგანოებში სხვადასხვა რიგით და მეთაურ თანამდებობაზე.
2006-2007 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის განაწესის უფროსი.
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2014 წლის 28 თებერვლიდან იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
2014 წლის 4 მარტიდან იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
როსტომ მაგრაქველიძე - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი დაიბადა 1973 წლის პირველ ნოემბერს ასპინძაში.
1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით კონსტრუქტორ-ტექნოლოგი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ.
1997-2006 წლებში იყო ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე. ამასთანავე, 2003-2004 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატები. გავლილი აქვს ტრენინიგები: საარჩევნო პროცესების მართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადება, პარტნიორები საქართველო - მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
იურიკ უნანიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი დაიბადა 1960 წლის პირველ სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფელ ჭიხარულაში.
1977 წელს დაამთავრა ახალქალაქის საშუალო სკოლა-ინტერნატი.
1987 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1991-1995 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.
1995-2001 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული პროკურორის თანაშემწე.
2001-2004 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურორად.
2004-2009 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2009-2012 წლებში მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
2012-2014 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
ანივარდ მოსოიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი დაიბადა 1974 წლის 9 მაისს ქ. ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა);
1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;
2000 წელს დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ ფსიქოლოგისა და ქართული ენის მასწავლებლის სპეციალობით;
1994 წლიდან დღემდე ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია;
2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი;
2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;
ფლობს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
[sknews.ge]