FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2016
„თანადგომა შვილებს“, – ამ სახელწოდებით სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლებმა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსეს. NGO-ს პრეზენტაცია დღეს შედგა და მას ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია.

სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს

ახალდაარსებულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მიზანი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები შშმ პირების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და მორალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაა.

„ჩვენი გეგმაა ჩვენს შვილებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ დამოუკიდებლად, ჩვენს გარეშეც შეძლონ ცხოვრება“, - ამბობს ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვეფხვია დიაკონაშვილი.

მიზნების მიღწევას ორგანიზაციაში ყველა საჭირო უწყებასთან კომუნიკაციით, პრობლემების ადვოკატირებით ფიქრობენ. ამბობენ, რომ შეეცდებიან გრანტების მოპოვებას.

„გვინდა მოვიპოვოთ გრანტები და მთელი თანხა მივმართოთ პრობლემების მოსაგვარებლად“, - აღნიშნეს ორგანიზაციის დამფუძნებლებმა.
ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 9 ივნისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა არავინ დასწრებია.

„შშმ პირების მშობლებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და მხარდამჭერების მოძიება დაიწყეს. ისინი მოტივირებული არიან და იმედი მაქვს, რომ შედეგსაც მიაღწევენ“, – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით იფუნქციონირებს. ამ ეტაპზე იგი 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობელსა და 100-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.

სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
„თანადგომა შვილებს“–ახალციხეში შშმ პირებისთვის კაბინეტი გაიხსნა
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
შშმ პირთა მშობლების ინიციატივით ახალციხეში სასწავლო კურსები იხსნება