FM97.5 / LIVE

‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]

მთავარისაზოგადოება 24.09.2015
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა და სამცხე ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“ თემაზე – „შშმ პირების უფლებების დაცვა“ დისკუსია გამართა.

‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. დისკუსიას პროექტში ჩართული პირების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, შშმ პირები, მესხ ქალთა გაერთიანების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, შეხვედრის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებისა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე საზოგადოების დაფიქრება იყო.

დისკუსია „ტოლერანტის“ პროექტის: „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად“ ფარგლებში მომზადებული მონიტორინგის შედეგების გაცნობით დაიწყო.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი მონიტორინგის შედეგები, ამიტომ მკაცრად უნდა მოვთხოვოთ ბიზნეს სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ქალაქი გადაეწყოს შშმ პირების მისაღებად“, – განაცხადა ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, იმ პირებს, ვინც საკუთარი მაღაზიების წინ შშმ პირებისთვის პანდუსები მოაწყეს, ასოციაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„საინტერესო შეხვედრა იყო, ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ამ ადმამიანებს აწუხებს, ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ, როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისე თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა თამარ გოგოლაძემ.



[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
ახალციხის  მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა
სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე