FM97.5 / LIVE

შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ

მთავარისაზოგადოება 31.01.2013
ახალციხის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე იმსჯელეს.

შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
შეხვედრა ორგანიზაციის ”ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ინიციატივით გაიმართა. მას ახალციხეში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი შშმ პირების პრობლემების გამოკვეთა და ამ პირთა გაერთიანების ჩამოყალიბება იყო.

- ”გვინდა დავეხმაროთ ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი ორგანიზაცია. რაც უფრო ძლიერი იქნება ასეთი ტიპის რეგიონული ორგანიზაციები, მით უფრო ადვილად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას”, - განაცხადა ორგანიზაციის თავჯდომარემ გიორგი ახმეტელმა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქალაქში გადაადგილების პრობლემეზე საუბრობდნენ.

- ”ქალაქში ძნელია გადაადგილება, ბორდიულზე ასვლა შეუძლებელია, ზომები არ არის დაცული, ზოგი მაღალია ზოგი კი დაბალი”, - ამბობს გელა ბარძიმაძე და ამატებს, რომ მსგავსი შეხვედრები მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ორგანიზაცია ”ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წელიწად ნახევარია რაც ფუნქციონირებს. მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალქეები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ”ახალციხის დემოკრატიული ჩრთულობის” ცენტრის ინიციატივით ამავე თემაზე დისკუსია მოეწყო. დისკუსიას სამცხე-ჯავახეთის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი ნინო ნადირაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე ფილმა ”კედელი” აჩვენეს. დასასრულს კი ორგანიზაციამ ”ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” მონაწილეებს საინფორმაციო ბიულეტინები დაურიგა.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
შშმ პირთა საჭიროებები და მხარდამჭერი სერვისები – შეხვედრა ახალციხეში
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს
კულტურული ღონისძიება შშმ პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის