FM97.5 / LIVE

შშმ პირთა მშობლების ინიციატივით ახალციხეში სასწავლო კურსები იხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.08.2016
შშმ პირთა მშობლების მიერ დაარსებული ორგანიზაციის ინიციატივით, ახალციხეში ფუნქციონირებას სასწავლო ცენტრი „ბიზნეს სისტემა“ იწყებს.

შშმ პირთა მშობლების ინიციატივით ახალციხეში სასწავლო კურსები იხსნება
სასწავლო ცენტრმა ,,ბიზნეს სისტემა“, ახალციხეში საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გამართა. ცენტრისა და ადგილობრივების შეხვედრა შშმ პირთა მშობლების მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ – ,,თანადგომა შვილებს“ – მოაწყო.

საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში ცეტრის გენერალურმა დირექტორმა ნატო მამარდაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, რეგიონში სასწავლო კურსების დაწყება დგილობრივ არასამათვარობო ორგანზიაციასთან ერთად გადაწყვიტეს: „მათი მხარდაჭერით მოსახლეობა სხვადასხვა პროგრამების შესწავლას სიმბოლურ ფასად, 60 ლარად შეძლებს“.

ცენტრი მიღებას რამდენიმე სასწავლო პროგრამაზე გამოაცხადებს: ბუღალტერია, ბიზნესის მართვა–ადმინისტრირება, მენეჯმენტი, საბანკო საქმე; ფსიქოლოგია; ფარმაცია; მასაჟი, სტილისტი, ვიზაჟი, კოსმეტოლოგია; უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები.

„განრიგი მსმენელებთან შეთანხმებით გაიწერება. შესაძლებელი იქნება, რომ მსურველებმა კურსი გაიარონ, როგორც დღის პირველ ნახევარში, ასევე დღის მეორე ნახევარში. კურსის ბოლოს სერთიფიკატებს გავცემთ. მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები მოწვეული იქნებიან თბილისიდან“, – ამბობს ნატო მამარდაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თანადგომა შვილებს“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ,,ბიზნეს სისტემას“ ინკლუზიური კუთხით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები აქვს, რომლებიც შშმ პირებსა და მათ მშობლებს დაეხმარება.

„გვინდა, რომ ჩვენი შვილებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა შევძლოთ. კარგი იქნება თუ შევძლებთ, რომ სპეციალისტები სამედიცინო სფეროდანაც მოვიწვიოთ. ისინი უკეთ გვასწავლიან მათთან მიდგომის უნარ ჩვევებს“,– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ვეფხვია დიაკონაშვილი.

,,ბიზნეს სისტემის“ სასწავლო პროგრამებზე მიღება ახალციხეში 10 აგვისტოს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მსურველები, სპეციალური ფორმის შესავსებად, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა შვილებს“ უნდა დაუკავშირდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„თანადგომა შვილებს“–ახალციხეში შშმ პირებისთვის კაბინეტი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს
შშმ პირთა მშობლები დღის ცენტრისთვის შენობის გამოყოფას ითხოვენ
ახალციხეში შშმ პირთა მშობლები და სპეციალისტები გადამზადდებიან
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
„საერთაშორისო განათლების ცენტრის” პრეზენტაცია სტუდენტებისთვის