FM97.5 / LIVE

შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო

მთავარისაზოგადოება 05.03.2015
"ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად" – ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვას და ადვოკატირებას ითვალისწინებს.

შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად“ პირველი თებერვლიდან დაიწყო და მას სამცხე–ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტი“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება, ახალციხეში მცხოვრები შშმ პირების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

„ეს პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისკენაა მიმართული. უფლებები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს აღებული მხოლოდ ის, რომ ამ ქალაქში შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობების სივრცე. ამის ადვოკატირება გვაქვს ჩაფიქრებული“, – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი და პროექტის დირექტორი ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქი ადაპტირებული არ არის და ამ მხრივ დიდი პროებლემებია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფი, რომელსაც ახალციხეში შშმ პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების, საჭიროებებისა და არსებული რესურსების შესწავლა, გარემოს მონიტორინგი და ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება ევალება.

„ადვოკატირების ჯგუფში ჩაერთნენ პედაგოგები, რომლებიც ინკლუზიურ განათლებაზე მუშაობენ. ასევე, ქალაქის მერიის წარმომადგენლები მოვიწვიეთ, რადგან ეს რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ორგანოების ჩართულობით. ასევე, ჩავრთეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოვიწვიეთ ყველა გამოცდილი ადამიანი, რომლებიც პროექტის განხორციელების პირველივე კვირიდან დაიწყებენ ადვოკატირებას“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
ახალციხეში შშმ პირების მხარდასაჭერი ღონისძიებები გაიმართა
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადასცეს