FM97.5 / LIVE

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]

ადიგენი

ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ადიგენში სპორტულ მოედანზე გაიმართა. ეროვნული ჰიმნის გაჟღერების შემდეგ, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიება კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

კულტურული ნაწილის შემდეგ, მოედანზე ადიგენის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ფეხბურთის მატჩი მოეწყო. ერთმანეთს დაბა აბასთუმანის და სოფელ ხევაშენის გუნდები დაუპირისპირდნენ.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]


ასპინძა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტრადიციული ღონისძიება ასპინძის პარკში გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. რის შემდეგაც, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყო. ადგილობრივ კონცერტში მონაწილეობა ასპინძაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "სამცხემ" და ფოლკლორულმა ანსამბლმა "წუნდამ" მიიღეს.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]

ბორჯომი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბორჯომში დილის 11:00 საათზე, ცენტრალური სტადიონზე დაიწყო.

ადგილობრივებს დრესასწაული მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა მულოცეს.
სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ვოკალურმა ჯგუფებმა და სოლო მომღერლებმა მიიღეს.

გაიმართა სპორტული შეჯიბრებებიც. ღონისძიებების პარალელურად კვების, ხალხური რეწვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურებში დამთვალიერებლებს კალიგრაფების ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]


ახალქალაქი

დღეს, 26 მაისს, ახალქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი იზეიმეს. ღონისძიებები ქალაქის ბაღში მოეწყო. ადგილობრივებს დღესასწაული ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიულოცეს.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]


ნინოწმინდა

დღეს, 26 მაისს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]


ახალციხე

დამოუკიდებლობის დღე რეგიონში ყველაზე მასშტაბურად ახალციხეში აღინიშნა. ახალციხეში ღონისძიებები დილით, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. მოგვიანებით, ახალციხის სტადიონზე გარბენი და ფეხბურთი მოეწყო; პარალელურად, ტბის ტერიტორიაზე ბაიკერების წარმოდგენა მოეწყო; 13 საათიდან, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა: სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

საღამო ადგილობრივი ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართული გალა–კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში [Photo]
26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში [Photo]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა