FM97.5 / LIVE

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2017
მესხეთის მუნიციპალიტეტებში დღეს, 26 მაისს დილიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არა ერთი ღონისძიება გაიმართა.

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები
ადიგენში დამოუკიდებლობის დღისადმი მძღვნილი ღონისძიებები დაბაში მდებარე სპორტულ მოედანზე მოეწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული კონცერტი ეროვნული ჰიმნით დაიწყო ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაგრძელდა.

მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დაბაში 26 მაისის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დაასრულეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს გუნდებს შორის, ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

ასპინძაში, 26 მაისის აღსანიშნავად გართობისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ. აქ მამა ზაქარიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა. შემდეგ კი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დაბაში ასევე სპორტული თამაშები გაიმართა. გამარჯვებულებს სიგელები ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ გადასცა.
ამის შემდეგ კი ასპინძაში დასკვნითი კონცერტი მოეწყო. მასში მოანწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ.

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

დამოუკიდებლობის დღე ბორჯომშიც კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. აქტივობები ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სასპორტო სკოლის სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა აქ სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს, შემდეგ კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლემა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულების პატივსაცემად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

ამის შემდეგ საზეიმო მსვლელობა კოსტავას მოედანზე კულტურულ-სპორტული ღონისძიბებით გაგრძელდა. ანსამბლების "მერმისის", "იმედის", "ფერხისისა" და "გაზაფხულის" მოცეკვავეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები წარმოადგინეს. თანამედროვე და სპორტული ცეკვების ჯგუფმა "სილუეტმა" კი სამხედრო თემატიკაზე დადგმული სანახაობრივი წარმოდგენა უჩვენა მაყურებელს.

ღია ცის ქვეშ მოწყობილ ღონისძიებას ბორჯომში მყოფი ტურისტებიც შეუერთდნენ.

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების აწყურისა და ვალის კულტურის სახლებში, ასევე, ურავლის, მუსხის, წყალთბილის, ზემო სხვილისის, ივლიტის, წყორძისა და ზიკილიის ახლგაზრდულ ცენტრებში. ახალგარზდებმა აუდიტორიას, ლექსები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს.
26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები

26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები
შეგახსენებთ, რომ 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ შეძლო. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში [Photo]
ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
დამოუკიდებლობის დღე სამცხე–ჯავახეთში [Photo]
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში [Photo]
26 მაისი ადიგენში [Photo]