FM97.5 / LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2016
დღეს, 26 მაისს, ახალციხეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილი საზეიმო ღონისძიებები, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა

შეგახსენებთ, დილიდან ახალციხეში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა.

საზეიმო ღონისძიებები თამარაშვილის ქუჩაზე, საბრძოლო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

გამოფენის პარალელურად, 12:00 საათზე, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ახალციხის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობასა და ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

დაახლოებით 13:00 საათისთვის ადგილობრივებს ადგილობრივი ბაიკერების წარმოდგენის ნახვის საშუალება მიეცათ. წარმოდგენაში სხვადასხვა ასაკის 20 ბაიკერი მონაწილეობდა. შეჯიბრში ოთხმა მონაწილემ გაიმარჯვა: თორნიკე ჭალიძემ და სლავა კუზნეცოვმა პირველი ადგილი დაიკავეს; მამუკა ფეიქრიშვილმა და ვანიან არუნცოვმა კი მეორე.

14:00 საათიდან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე გაგრძელდა. პატარებს საშუალება მიეცათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი „სიურპრიზი“ ენახათ. პარალელურად ახალციხის სამხატვრო სკოლის 20–მდე მოსწავლე სტუმრებს სახეზე და ხელებზე ახატავდა.

ქვედა ციხის ტერიტორიაზე, ამფითიატრთან, ხალხური რეწვის ოსტატის, მარიამ ჟუჟუნაძის ხალიჩებისა და ფარდაგების გამოფენა მოეწყო. გამოფენის დასათვალიერებლად მისულ დამთვალიერებლებს მარიამ ჟუჟუნაძე მესხურ კერძებს, ბიშსა და ლუხუმს სთავაზობდა. ციხის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო ქალაქ ვალის კულტურის სახლის მოსწავლეების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნახატები, ასევე, ვალეში მცხოვრები ელგუჯა ჯოხაძის ხის ნაკეთობები და ისტორიკოსი რეზო ანდღულაძის ქვის ნამუშევრები.

15:00 საათისთვის „ახალციხის ციხეზე“ დაიწყო სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭადრაკში, ჭიდაობასა და ნარდში.

სპორტის ყველა სახეობაში გამარჯვებულები საღამოს, ღონისძიებების დასრულების შემდეგ, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტებით დასრულდა. მაყურებლის წინაშე ჯერ ადგილობრივი ანსამბლები წარსდგნენ, შემდეგ კი გალა – კონცერტი გაიმართა. დღესასწაულის აღნიშვნა ფეიერვერკით დასრულდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა [Photo]
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა
ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება