FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.05.2016
ქალაქ ახალციხის საკრებულომ, დღეს, 25 მაისს, საკრებულოს სხდომაზე ოთხი ააიპ-ისა და ერთი სამსახურის ანგარიში მოისმინა და რეკომენდაციები გასცა.

ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა

დეპუტატებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ააიპ–ების: „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის“, „ კომპლექსური სასპორტო სკოლის“, „სათნოებისა სახლისა“ და „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალში გაწეული სამუშაოების ზოგადი ანგარიში მოისმინა.

საფნანსო–საბიუჯეტო სამსახურმა დეპუტატებს გააცნო, რა პირობებში მუშაობს სამსახურის 7 თანამშრომელი; ჯანდაცვის სამსახურმა საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა; სათნოების სახლის ხელმძღვანელმა ბენეფიციართა კვების რაციონის შესახებ ისაუბრა; სასპორტო სკოლისა და მძლეოსნობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელებმა საქართველოში, სომხეთსა და ბაქოში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს და დაგეგმილი ღონისძიებები დაანონსეს.

მძლეოსნობის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელის ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, მასშტაბური ღონისძიება „გეზრბენი“ გაიმართება, რომელში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი, ახალციხეში საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ყოფილი სამხედრო ნაწილის აუქციონის წესით გასხვისებასაც უყარეს. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განმარტებით, ეს ბიუჯეტში თანხების შეტანას ემსახურება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სულ 6 საკითხი განიხილეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კუთვნილი ულუფა სახლში მიტანით
ახალციხის სასპორტო სკოლაში შენობის კეთილმოწყობას ითხოვენ
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
ქალაქ  ახალციხის ბიუჯეტის პირველი კვარტალი  94% პროცენტით შესრულდა
ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება
შუსრულდა თუ არა ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტი 100%–ით?