FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.11.2018
2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 ააიპ–ის დაფინანსებისთვის 4 435 900 განსაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 279 700 ლარით მეტია.

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ–ების უმეტესობას დაფინანსება ეზრდება, ყველაზე მეტ თანხას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება მიიღებს. არ იცლვება ახალციხის ციხისა და აწყურის სამუსიკო სკოლის დაფინანსება.

„ძირითადი ზრდა ბაღების ააიპ–ზე მოდის, იმიტომ რომ კვების რაციონიც გაიზარდა და ბავშვების რაოდენობაც. თანხა გავზარდეთ მძლეოსნობის ააიპ–შიც, რადგან საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება უნდათ და თან ამ სპორტსმენებმა წელს ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე.

ბიუჯეტის პროექტში ააიპ–ების დაფინანსებისთვის თანხა ასე გაიწერა:


მელიორაცია – 240 000 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7 000 ლარით;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება –2 861 500 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 246 400 ლარით;

ახალციხის თემის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება – 442 000 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7 700 ლარით;

ვალის სამუსიკო სკოლა – 38 800 ლარი. გაზრდილია – 2 400 ლარით;

აწყურის სამუსიკო სკოლა – 32 800 ლარი. იგივე დარჩა;

ახალციხის სამუსიკო სკოლა – 104 700 ლარი. გაზრდილია – 1 700 ლარით;

ახალციხის სამხატვრო სკოლა– 25 700 ლარი. გაზრდილია 1 100 ლარით;

ახალციხის ციხე – 100 000 ლარი, იგივე დარჩა;

ახალციხის სასპორტო სკოლა – 113 400 ლარი. გაზრდილია – 2 400 ლარით;

ახალციხის მძლეოსნობის კლუბი –181 100 ლარი. გაზრდილია – 33 500 ლარით;

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები – 166 700 ლარი. წელს იქნება – 31 000 ლარი;

სათნოების სახლი – 129 200 ლარი. გაიზრდილია – 8 500 ლარით;

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალციხის საკრებულომ 22 ნოემბერს განიხილა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება
ააიპ–ები თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ