FM97.5 / LIVE

ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასპორტო სკოლაში კლუბების შექმნის შესახებ მერიას თანხმობა მისცა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩამოყალიბებული კლუბები ფედერაციებთან ითანამშრომლებენ და დაფინანსებასაც მათგან მიიღებენ.

ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება

სასპორტო სკოლაში კლუბების შექმნის შესახებ ახალციხის საკრებულომ დღეს, 28 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა.

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, პირველ რიგში ჭადრაკის კლუბი ჩამოყალიბდება, რომელიც ექვს აპრილს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით, 20 გუნდი იქნება წარმოდგენილი.

"ამ ტურნირში რომ მიგვეღო მინაწილეობა ჯერ კლუბი უნდა ჩამოგვეყალიბებინა. ამ კლუბების კარგი მხარე ის არის, რომ ჯილდოებთან ერთად, ჭადრაკის ფედერაციისგან დაფინანსებასაც მივიღებთ", – განმარტა სხდომაზე სამცხე–ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით სამსონიძემ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომის ჩატარება, ტურნირის მოახლოების გამო გახდა საჭირო.

ეს, იყო ერთ–ერთი საკითხი, რის გამოც, 26 მარტის საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მერი და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
ახალციხეში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის და შაშის ტურნირი მოეწყო
‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა
ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს
ახალციხეში ჭადრაკის მწვრთნელებისთვის სემინარი მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს