FM97.5 / LIVE

‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.05.2016
5 დაზიანებული სახურავი 4 წელიწადში – ეგრეთ წოდებული „წითელი სახურავების“ საქმეს, ახალციხის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.

‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

მას შემდეგ, რაც გუშინ, 23 მაისს, ძლიერმა ქარმა ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, ახალციხის მერიამ გადაწყვიტა, ქალაქში არსებული ყველა „წითელი სახურავის“ მდგომარეობა გადაამოწმოს.

ამისათვის მერიაში დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

„ვინაიდან ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა და ეჭვს ბადებს შესრულებულ სამუშაოების ხარისხიანობაზე , ჩემი ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ,რომელიც შეისწავლის ამ პერიოდში გაკეთებული სახურავების მდგომარეობას და დადებს დასკვნას, რამდენად შეესაბამება სტანდარტულ ნორმებს“, - განაცხადა ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

მეოთხე შემთხვევაში მერიამ მეოთხე გადახდილი სახურავი იგულისხმა. სახურავების შეცვლიდან, 2012 წლის ზაფხულიდან დღემდე, სახურავი 4 მრავალსართულიან კორპუსს დაუზიანდა.

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების შეცვლა 2012 წელს, ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო. სახურავების შეცვლას წინ სტიქია უსწრებდა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარეზერვო 3.576.546 ლარი გამოიყო. ამ თანხით 152 შენობა ნაგებობა (საერთო ფართობით 93105 მ2. მათ შორის ახალციხეში 93 და ქალაქ ვალეში 59 შენობა) წითლად შეღებილი რკინის ფირფიტებით გადაიხურა.

სამუშაოების დასრულებიდან რამდეიმე თვეში, სახურავების დაზიანება დაიწყო. 2013 წლის 3 მარტს, ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე N7 და N5 კორპუსებში წყალი ჩავიდა, ამავე წლის 23 აპრილს ძლიერმა ქარმა ასპინძის ქუჩაზე N28–ში მდებარე კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა, 2014 წლის მაისში ძლიერმა ქარმა სახურავი კოსტავას ქუჩაზე მდებარე N184–ე კორპუსაც გადახადა. ამავე წლის 7 ივნისს სახურავიდან წყალი ჩავიდა რუსთაველის ქუჩის N103–შიც, ბოლო შემთხვევა კი გუშინ 23 მაისს მოხდა, ძლიერმა ქარმა რვასარულიან კორპუსს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სწორედ მსგავსი შემთხვევევის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა ჯგუფი, რომელიც სახურავების მდგომარეობას შესწავლის.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახურავების მდგომარეობის შესწავლას იწყებენ. 2014 წელს, მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა იმ მშენებელ ფირმებს, რომლებმაც 2012 წელს საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სახურავები გადახურეს, პრევენციის მიზნით სახურავების შემოწმება დაავალა.

9 მშენებელი ფირმიდან 7-მა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარადგინა დასკვნა, რომ მშენებლობა სტანდარტების შესაბამისია.

რას აჩვენებს სახურავების მდგომარეობის შესწავლის მორიგი მცდელობა, ახლო მომავალში გაირკვევა. იქამდე გასარკვევი გუშინ მომხდარი შემთხვევის მიზეზია.

შეგახსენებთ, გუშინ 23 მაისს, ძლიერმა ქარმა სახურავი რვასართულიან კორპუსს გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სახურავის ნარჩენებმა 5 მანქანა დაამტვრია. დასახლება დღეს საღამომდე ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
რატომ დაავალეს მშენებელ კომპანიებს 'პრეზიდენტის წითელი სახურავების' გადამოწმება
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა [Video/Photo]
სახურავგადახდილ კორპუსთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ