FM97.5 / LIVE

ახალციხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.05.2016
23 მაისის სტიქიის შედეგებს ახალციხის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს. შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელისაც ქალაქის მერი გიორგი კოპაძე ხელმძღვანელობს.

ახალციხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სახურავგადახდილ კორპუსთან დაკავშირებით მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია გუშინვე შეიქმნა.

„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს დილიდანაც გააგრძელეს. ჯერ ზარალის ოდენობა ზუსტად არ ვიცით, სამუშაო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს“, – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფო მესხი.

მისივე თქმით, შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი კოპაძე ხელმძღვანელობს: „აქ შედიან ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურისა და კეთლიმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, მერის მოადგილე და რწმუნებულები“.

მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, სახურავის გადასახურად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა: „ხარჯთაღრიცხვას გავაკეთებთ და მაშინვე დავიწყებთ გადახურვას. იმისათვის , რომ დროში არ გაიწელოს, მშენებელ კომპანიას პირდაპირი შესყიდვის წესით შევარჩევთ“, – ამბობს ზაზა გელაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 მაისს, საღამოს, ძლიერმა ქარმა თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. გადახდილი სახურავი ბინის ეზოში დაეცა, რა დროსაც 5 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჩამოვარდნილმა სახურავმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც. ამ დრომდე თამარაშვილის ქუჩაზე რამდენიმე კორპუსი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახურავგადახდილ კორპუსთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
სოფელ აწყვიტაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]
რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება
ადიგენში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავის ნაწილი  გადახადა
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის