FM97.5 / LIVE

ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2016
ახალციხეში, ე.წ. „ხუთსართულიანების“ დასახლებაში, 163–ე კორპუსში, რომელსაც ქარმა სახურავი გადახადა, წვიმის დროს წყალი ჩადის. სახურავის შეკეთება ჯერ არ დაწყებულა.

ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის

ინგა ანძაველიძე კოსტავას ქუჩაზე, 163–ე კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობს. ამბობს, რომ სახურავიდან ჩასულმა წვიმამ სასტუმროსა და სამზარეულოს ოთახები გააფუჭა.

„პირველმა დღემ ისე არ დააზიანა, რაც შემდეგმა წვიმებმა. ჩემგან ჩასულმა წყალმა მეზობელიც ჩარეცხა. ტაშტებით და ქვაბებით დავრბივართ წვიმის დროს“, – ამბობს ინგა ანძაველიძე.

მისი თქმით, ამ დრომდე მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.

„სტიქიიდან მესამე დღეს, 5 აგვისტოს, ახალციხის მერიაში განგვიმარტეს, რომ „ბრეზენტებს“ ვეძებთო, მაგრამ არავის არაფერი მოუტანია. ჩემს მეორე მეზობელთანაც ჩამოვიდოდა, მაგრამ ის საზღვარგარეთ არის და არც იცის რა მოხდა“, – ამბობს ანძაველიძე.

ახალციხის მერიაში განმარტავდნენ, რომ ვიდრე 3 აგვისტოს შედეგებს დაითვლიდნენ კოსტავას ქუჩაზე სახურავის გადახურვას მანამდე დაიწყებდნენ.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიხუროს, რომ ხალხი ცუდ დღეში არ აღმოჩნდეს. სარეზერვო ფონდში 40 ათასი ლარი გვაქვს და ვფიქრობ 20 ათასი ეყოფა გადახურვას. პროექტი დგება და ეს ყველაფერი დაითვლება“, – განაცხადა 8 აგვისტოს უკვე ყოფილმა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

დღეს, 11 აგვისტოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სოფო მესხმა განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე ბინის გადასახურად სახარჯთაღრიცხვო–საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შეეხება „ბრეზენტით“ გადახურვას, მსგავსი დაპირება თვითმმართველობიდან არავის მიუცია.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზიანდა კოსტავას, თამარაშვილის, ხანძთელისა და მიქუტიშვილის ქუჩები. მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოეშალა. კოსტავას ქუჩაზე კი წვიმა ოთახებში ჩავიდა. ე.წ „ხუთსართულიანებში“ კი კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

450–მდე დაზარალებულის განცხადება მერიაში
სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]
ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებს შეუძენენ
სტიქიის  შედეგები გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე [Photo]
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე გაზის მიწოდება აღდგა
სტიქიის მასშტაბი და მიღებული ზარალი ჯერ უცნობია
სეტყვის შემდეგ, ახალციხის ქუჩებს ქვა–ღორღისგან წმენდენ [Photo]