FM97.5 / LIVE

ადიგენში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.02.2019
დაბა ადიგენში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან კორპუსს ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა. თვითმმართელობაში აცხადებენ, რომ ხარჯთაღრიცხვას ამზადებენ და უახლოეს მომავალში დაზიანებული სახურავის აღდგენას დაიწყებენ.

ადიგენში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავის ნაწილი  გადახადა
ფოტო: არქივი


„დაახლოებით 25 კვ. მეტრზე გადახადა სახურავი. ხარჯთაღიცხვა კეთდება და მერია გააკეთებს ამას. ჯერ არ ვიცი ტენდერი გამოცხადდება თუ პირიდაპირი შესყიდვის წესით მივცემთ კომპანიას სამუშაოებისთვის თანხას", – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში, უამინდობის გამო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარმა 14 ობიექტი დააზიანა და მათი უმეტესობა დამხმარე ნაგებობები, ასევე, საქონლის სადგომებია.

„არავის განცხადება არ დაუწერია, თუ რამეს ვგებულობდით, ჩვენ გავდიოდით ადგილზე. ზანავში მაგალითად სკოლას და მშენებარე სახლს ნაწილობრივ მოხადა სახურავი. დანარჩენები საქომლის სადგომები და დამხმარე ნაგებობებია“, – ამბობს გოდერძი სხირტლაძე.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენობა–ნაგებობები დაუზიანდათ, მერია სახურავს მისცემს.

ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა მიყენებული ზარალის აღრიცხვა დღეს, 22 თებერვალს დაასრულეს.

„ორშაბათს, 25 თებერვლას გევცოდინება რა რადოენობის მასალა გვჭირდება სახურავებისთვის და ჯამში რამდენი ლარი იქნება ზარალი“, – აცხადებს სხირტლაძე.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა [Video/Photo]