FM97.5 / LIVE

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისაზოგადოება 16.05.2016
სოფელ ადიგენში, იმ ტერიტორიას, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კერძო პირისგან უნდა შეისყიდოს, ყადაღა ედო. თვითმმართველობამ დოკუმენტების მოწესრიგება უკვე დაიწყო.

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის რეგისტრაცია დაიწყო

სოფელ ადიგენში იმ ტერიტორიას, რომელიც სასაფლაოსთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამგეობას უნდა გადაეცეს, ყადაღა დღეს, 16 მაისს მოეხსნა.

„ხე–ტყის გამო დაჯარიმებული ვიყავი და ჩემ ქონებას ყადაღა ედო. არაფრის განკარგვის უფლება არ მქონდა. დარჩენილი 2 500 ლარი უკვე დავფარე“, – ამბობს აღნიშნული ტერიტორიის კერძო მესაკუთრე, ადიგენის მკვიდრი ზაზა გახოკიძე.

მას სათიბ–სახნავი ფართობი, რომლის ნაწილსაც სასაფლაოსთვის თმობს, ამ დრომდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულიც არ ჰქონდა.
„ნახაზები რომ გავაკეთეთ და ნაკვეთები დარეგისტრირდა, აღმოჩნდა, რომ ქონებას ყადაღა ედო. ამიტომ ცოტახნით ამ საკითხის მოგვარება შეფერხდა. პარასკევს გახოკიძემ დარჩენილი თანხა დაფარა და დღეს დილიდან ფართობი უკვე თავისუფალია“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურში ქონების მართვის სპეციალისტი გურამ ბოჩიკაშვილი.

მისი თქმით, დღეს დილითვე გაკეთდა საკადასტრო აზომვითი ნახაზები და აქ არსებული სახნავ–სათიბი ფართობი ორ ნაწილად გაიყო: „მთლიან ტერიტორიას ჩვენ არ გვაძლევს. ჯამში გამგეობას გახოკიძისგან 2 200 კვადრატული მეტრი გადაეცემა. ამიტომ ეს ფართობი ორად გავყეთ“.
ტერიტორია, რომელიც ორად იყოფა ჯამში დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრია. აქედან 1 500 კვადრატული მეტრი სათიბია, დანარჩენი სახნავი. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სათიბი ტერიტორია თვითმმართველობას მთლიანად გადაეცემა, დარჩენილი ფართობი კი გახოკიძეს სახნავი ნაკვეთიდან ჩამოეჭრება.

„მესაკუთრეს სახნავად დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი დარჩება“, – ამბობს ბოჩიკაშვილი.

მისი განმარტებით, ორად გაყოფილი ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები საჯარო რეესტრში დღეს დილით შეიტანეს: „ოთხ დღეში პასუხი უკვე იქნება და დანარჩენ პროცედურებს შემდეგ გავაგრძელებთ“.

რა დაუჯდება ადიგენის გამგეობას გახოკიძისგან 2 200 კვადრატული მეტრის შესყიდვა ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე გამოყოფა დაპირისპირების თემა გახდა. ორდღიანი კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, საერთო სასაფლაო გაკეთდება და შუაში ზღვარი გაივლება. ამ ტერიტორიაზე გარდაცვლილი მუსლიმი უკვე დაკრძალეს.

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის რეგისტრაცია დაიწყო
ზაზა გახოკიძე, ვისგანაც თვითმმართველობა ტერიტორიას ყიდულობს

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ მოგვარდა ადიგენის სასაფლაოს ტერიტორიის საკითხზე ფორმალური მხარე
ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ