FM97.5 / LIVE

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ

მთავარისაზოგადოება 07.03.2016
ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, სოფელ ადიგენში პირველ მიცვალებულს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი მუსლიმი გოგონაა.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
მუსლიმები და ქრისტიანები გარდაცვლილისთვის საფლავს ჭრიან. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

18 წლის გოგონა, რომელსაც ცერებრალური დამბლა ჰქონდა და ბოლო ერთი კვირა საავადმყოფოში იწვა, კონფლიქტის დასრულების მეორე დღეს გარდაიცვალა. გოგონას ჩამოსვენებას მთელი სოფელი დახვდა.

„არავინ დარჩენილა ჩვენი ჭირი რომ არ გაეზიარებინა. მთელი სოფელი გარეთ დაგვხვდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი მუსლიმი გივი აბაშიძე.
გოგონას დღეს კრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში დილიდან მიდიან როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, არამხოლოდ ადიგენიდან, არამედ მეზობელი სოფლებიდანაც. სოფელში ირწმუნებიან, რომ მათ ურთიერთობებში არაფერი შცვლილა.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
გარდაცვლილის ოჯახში თანასოფლელები არიან შეკრებილი. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

„ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს ისევ. არც ვყოფილვართ ცუდად განწყობილები ერთმანეთის მიმართ“, – ამბობს მუსლიმი ავთანდილ კოჩალიძე.

რიტუალების სახლში, სადაც ქელეხი მზადდება, დილიდან ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლები მუშაობენ. მზარეულები მუსლიმი ოთარ ხოზრევანიძე და ქრისტიანი გიორგი გვამზირიძე ფლავს, ლობიოს, ხაშლამასა და აჭარულ ჰასულთას აკეთებენ, ქალები კი სუფრას აწყობენ.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები ქელეხისთვის სადილს ამზადებენ. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

„რაც მოხდა, პოლიტიკის ბრალი იყო, არასდროს გვიჩხუბია და არც ახლა გვაქვს გასაყოფი რამე. ერთად ვჭამთ და ერთად ვსვამთ“, – ამბობს გიორგი გვამზირიძე.

„40 წელია ძმები ვართ მე და გიორგი, ახლა რაზე უნდა ვიჩხუბოთ?! სულ ერთად ვაკეთებდით ასეთ დროს საჭმელებს და ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა. რაც ადიგენშია, ამაზე უკეთეს მეზობლობას, დამიჯერეთ, ვერსად ნახავთ“, – გვეუბნება ოთარ ხოზრევანიძე.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები ქელეხისთვის სადილს ამზადებენ. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

რიტუალების სახლში, მაგიდებზე დილიდან ჭურჭელს აწყობს ქრისტიანი ნინო ჩაგუნავა: „არაფერი შცვლილა, როგორც იყო აქამდე, ისევ ისე ვართ ერთმანეთში. როგორც აქამდე ვეხმარებოდით ერთმანეთს, ისევ ისე ვეხმარებით“.

„მტრები რომ ვიყოთ ერთმანეთის, ახლა აქ ვიქნებოდი?! რა გვაქვს გასაყოფი?! მთელი სოფელი ერთად ვიქნებით ჭირშიც და ლხინშიც“, – აცხადებს ქრისტიანი მზევინარ კუჭავა, რომელიც მეზობელ მუსლიმებს სადილების მომზადებაში დილიდანვე შეუერთდა.

ახალ გამოყოფილ ტერიტორიაზე პირველი საფლავი მუსლიმი გარდაცვლილისთვის, ერთად გაჭრეს მეზობელმა მუსლიმებმა და ქრისტიანებმა. აქ დილიდანვე შეკრებილი არიან მუსლიმი სასულიერო ლიდერები.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები რიტუალების სახლში სუფრას აწყობენ. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

„ამ ეტაპისთვის მთავარია, რომ სიმშვიდეა“ , – ამბობს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

„ის ვისიცაა ჯერ–ჯერობით ეს მიწა, დილითვე იყო მოსული და თქვა, რომ არანაირ პრობლემას არ შექმნის“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
თანასოფლელები სამძიმარზე მიდიან. სოფელი ადიგენი, 7 მარტი, 2016წ.

ქრისტიანი ზაზა გახოკიძის ბაღში 18 წლის მუსლიმ გოგონას დღეს დაასაფლავებენ.

„უკვე ვთქვი, რომ ამ მხრივ პრობლემას არასდროს შევქმნი. სხვამ რომ ვითარება დაძაბოს, ამასც არ დავუშვებ“, – ამბობს მიწის მესაკუთრე ზაზა გახოკიძე.

პირველ მიცვალებულს სოფელში ისე კრძალავენ, რომ ჯერ სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხის ოფიციალური მხარე მოგვარებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე გამოყოფა დაპირისპირების თემა გახდა. ორდღიანი კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, საერთო სასაფლაო გაკეთდება და შუაში ზღვარი გაივლება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: ქრისტიანი და მუსლიმი სოფელ ადიგენში დაკრძალვისთვის სადილს ამზადებენ
ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
რა ხდება ადიგენში რელიგიური კონფლიქტის მეორე დღეს