FM97.5 / LIVE

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს

მთავარისაზოგადოება 26.02.2016
რელიგიის საკითხთა სააგენტომ სოფელ ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხი დააკმაყოფილა. ამავე სოფელში ქრისტიანული თემი კი ირწუნება, რომ მუსლიმებს სასაფლაოს გახნის უფლებას არ მისცემენ.

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორია გამოიყოფა. გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 25 თებერვალს გამოიტანა.

„ეს საკითხი განსახილველად ქვემდებარეობის მიხედვით ადიგენის გამგეობამ ჩვენთან გამოგზავნა. გამგეობას კი მუსლიმთა სამმართველომ მიმართა. საკითხი დადებითად გადაწყდა“, – ამბობს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე.

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, სოფელ ადიგენში ქრისტიანი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოფელში მუსლიმებს სასაფლაოს გახსნის უფლებას არასდროს მისცემენ.

„ეს იქნება ისე დაუსრულებელი ამბავი, როგორც ახლა მოხეშია. სოფელში მაგის უფლებას მუსლიმებს არავინ მისცემს. არის ადიგენში ქრისტიანების სასაფლაო და თუ უნდათ გარდაცვლილი მუსლიმიც იქ დაასაფლაონ“, – ამბობს სოფელ ადიგენშიო მცხოვრები ქრისტიანი ზურაბ ტაბიძე.

მისივე თქმით, სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნას ყველა ქრისტიანი შეეწინააღმდეგება: „ადიგენის გამგებელმა და გამგეობამ თავიდან მოიშორა ეგ საკითხი და განსახილველად სააგენტოს გადასცა. მაგათ ქრისტიანები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სჭირდებათ არჩევნებისთვის ხმები რომ წაიღონ“.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ მათ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედეს: „ყველაფერი კანონის სრული დაცვით განხორციელდა“.

რელიგიის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესასრულებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ქრისტიანის, სოფელ ადიგენში კი მუსლიმის დასაფლავების პრობლემა შეიქმნა. ამის გამო ორივე სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. მუსლიმმა მრევლმა და მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენში სასაფლაოებისთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ ადგილობრივ თვიმმათველობას სწორედ ამის შემდეგ მიმართა. ადიგენის გამგეობამ კი ეს მიმართვები რელიგიის სააგენტოს გადაუგზავნა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’
დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია