FM97.5 / LIVE

რატომ ვერ მოგვარდა ადიგენის სასაფლაოს ტერიტორიის საკითხზე ფორმალური მხარე

მთავარისაზოგადოება 25.03.2016
რატომაა უცნობი რა დაუჯდება ადიგენის გამგეობას სოფელ ადიგენში სასაფლაოს ტერიტორიის შეძენა და რატომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე ფორმალური მხარე;

რატომ ვერ მოგვარდა ადიგენის სასაფლაოს ტერიტორიის საკითხზე ფორმალური მხარე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმებისთვის გამოყოფილი სასაფლაოს ტერიტორია, ამ დრომდე კერძო საკუთრებაში რჩება. როგორც ამ მიწის მესაკუთრე ზაზა გახოკიძე აცხადებს, ჯერ დოკუმენტები მოსაწესრიგებელი თავად აქვს.

„მიღება–ჩაბარების აქტი მაქვს, რომ მიწა ჩემია, მაგრამ ელექტრონულად უნდა დავისაკუთრო. ამ საკითხს ალბათ ორშაბათისთვის მოვაგვარებ“, – ამბობს გახოკიძე.

მისი თქმით, ჯერ საბოლოოდ გარკვეული არც ისაა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა მისგან რა ფართობს შეიძენს: „ჯერ საუბარი იყო მთელ ბაღზე, სადაც კაკლის ხეებიც ყვებოდა. ამიტომ გამგეობას ვთავაზობდი, ჩემთვის სოფელში ეყიდა ალტერნატიული ბაღი, რომელიც აქვე მეზობლად იყიდება. მერე გადაიფიქრეს იმ ადგილის შესყიდვა, სადაც ეს ხეებია და ახლა თავისუფალი მიწის ყიდვაზეა ლაპარაკი. იქ მხოლოდ ერთი კაკლის ხე რჩება“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვიდრე თავად მიწის მესაკუთრე არ დაისაკუთრებს ნაკვეთს, გამგეობა ამ ფართობის შესყიდვას ვერ შეძლებს: „ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება, შესყიდვის უფლება სამართლებრივად არ გვექნება. რაც შეეხება ფართობს, საუბარი 2 022 კვადრატულ მეტრზეა. ფასზე კი მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც ეს მიწა გახოკიძის კერძო საკთრებაში რეგისტრირდება. ჯერ ამაზი ლაპარაკი ადრეა“.

რა შეიძლება დაუჯდეს გამგეობას აღნიშნული ფართობის შესყიდვა და რა არის დღეს კვადრატული მიწის ფასი, კონკრეტული პასუხის გაცემა ეკონომიკის სამინისტროშიც უჭირთ.

„მიწის ნორამატიულ ფასს თავად თვითმმართველბა ადგენს. როცა სამინისტროს გააქვს აუქციონზე კონკრეტული ფართობი, მისი ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზით დგინდება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მას შემდეგ რაც ფასი და საკუთრების საკითხი გაირკვევა, გამგეობა მიწის ყიდვის ნებართვას საკრებულოსგან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე გამოყოფა დაპირისპირების თემა გახდა. ორდღიანი კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, საერთო სასაფლაო გაკეთდება და შუაში ზღვარი გაივლება. ამ ტერიტორიაზე გარდაცვლილი მუსლიმი უკვე დაკრძალეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის რეგისტრაცია დაიწყო
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა