FM97.5 / LIVE
უკვე დაკრძალეს, თუმცა, მიწა ჯერ ისევ კერძო პირის საკუთრებაშია.">

ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია

მთავარისაზოგადოება 07.03.2016
სოფელ ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე პირველი მუსლიმი უკვე დაკრძალეს, თუმცა, მიწა ჯერ ისევ კერძო პირის საკუთრებაშია.

ადიგენში სასაფლაოს მიწა ჯერ ისევ კერძო საკუთრებაშია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დღეს, 7 მარტს, მუსლიმი გოგონა დაკრძალეს. ტერიტორია, რომელიც ადგილობრივ ქრისტიანს, ზაზა გახოკიძეს ეკუთვნის, მისივე განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა შეისყიდოს.

„მითხრეს, რომ გვერდში დამიდგებიან, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ მოგვარებულა. ბუნებრივია, ამის გამო გარდაცვლილის დასაფლავების პრობლემას არ შევქმნიდი“, – ამბობს გახოკიძე.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ საკითხს უახლოეს დღეებში მოაგვარებს: „ველოდებით, რომ დაარეგისტრირონ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეკითხვებზე: რა ფორმით მოხდება თვითმმართველობისთვის მიწის გადაცემა, რა ეტაპზეა ამ მიმართულებით სამუშაოები, ან რა დაუჯდება თვითმმართველობას გახოკიძის მიწის შესყდივა, გვპასუხობენ: „შემჭიდროვებულ ვადებში ვცდილობთ ყველაფერი მოვაგვაროთ. სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ ვთვლით“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე გამოყოფა დაპირისპირების თემა გახდა. ორდღიანი კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, საერთო სასაფლაო გაკეთდება და შუაში ზღვარი გაივლება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ მოგვარდა ადიგენის სასაფლაოს ტერიტორიის საკითხზე ფორმალური მხარე
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის რეგისტრაცია დაიწყო
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ადიგენის მუსლიმმა და ქრისტიანმა თემმა შეთანხმებას მიაღწია
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’