FM97.5 / LIVE
განცხადებას ეხმაურება">

სანდროშვილის პასუხი ”ოცნების” წევრებს

მთავარიპოლიტიკა 19.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ”ქართული ოცნების” წევრების განცხადებას ეხმაურება

სანდროშვილის პასუხი ”ოცნების” წევრებს
თვითმმართველობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” აქტივისტების ნაწილმა განცხადება გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. მათ უნდობლობა გამოუცხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილსა და მთელს ახალდანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებას.

”მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ 2005 წლიდან დღემდე ”კონსერვატიული პარტიის” წევრი ვარ და ნებისმიერი არჩევნების დროს ვიცავდი იმ პოლიტიკური პარტიის თუ კოალიციის ინტერესებს, რომელსაც წარმოვადგენდი. პოლიტიკა არ არის ის, რაც ქალბატონ ლელას ჰქონია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოვიდა და უცებ გამარჯვების მომენტშიც აღმოჩნდა. ის არის შტაბის ხელმძღვანელის მეუღლე, იყო წარმომადგენელი საოლქო კომისიაში, სადაც დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და არჩევნების პერიოდში აღარც კი მახსოვს იყო თუ არა სადმე ჩართული. ამიტომ ”ოცნების” სახელით მან მე ამიკრძალოს საუბარი და თვითონ ისაუბროს, ეს მიუღებელია”, - განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრის მონაწილეები, რამდენიმეს გამოკლებით, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები არ ყოფილან და ისინი უბრალოდ კოალიციის მხარდამჭერეები არიან. ამიტომ, მათი მხრიდან შენიშვნების მიღება შეურაცხმყოფელია.

”როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, უბრალოდ ვურჩევდი მათ, რომ წაიკითხონ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, სადაც ნათქვამია რამდენი ხნით და როგორ ირჩევა საკრებულოს წევრი, რა ფუნქციები ევალება მას დ ასე შემდეგ”, - განმარტავს სანდროშვილი.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ მათ არ სურთ კონკრეტული თანამდებობები, სანდროშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანები მისგან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას ითხოვდნენ.

”ვაცხადებ, რომ მე პოლიტიკური პარტიის წევრი ვიყავი, უპირველეს ყოვლისა ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებაში მოვსულიყავი და შესაბამისად თუ მქონდა რაღაც თანამდებობაზე პრეტენზია, ეს გასაგებიც არის. როცა ხარ პარტიის წევრი და პარტიის წარმომადგენელი, ცხადია იბრძვი იმისთვის, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, როგორც კი მოვედი ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყე ჩემი საქმიანობა”, - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
”ოცნების” აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება
განხეთქილება ”ოცნებაში”
ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს