FM97.5 / LIVE

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კოალიცია "ქართული ოცნების", უფრო კონკრეტულად, კი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამაზ ძაძამია აირჩიეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს

ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.

პირველი მოწვევის საკრებულოს სხდომას 30–ვე დეპუტატი ესწრებოდა. ძაძამია დეპუტატებმა 21 ხმით, 9–ის წინააღმდეგ აირჩიეს.

შეგახსენებთ, ასევე "ქართული ოცნების" წევრი ლევან ლობჟანიძე აირჩიეს დეპუტატებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.

თამაზ ძაძამია,1955 წლის 13 ნოემბერს, დაბა ადიგენში დაიბადა. 1974–79წწ. ქ. თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტი დაამთავრა.

1979 წელს მუშაობა დაიწყო ადიგენის საქსოფტექნიკაში, მექანიკოსად. 1980 წლიდან ამავე სამსახურში ფერმების ინჟინერი გახდა, 1981 წელს კი მთავარი ინჟინერი.

1984 წლიდან ადიგენის რაიონის სოფელ ზანავის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. 1989 წლიდან ადიგენის რაიონის საქსოფტექნიკაში მმართველად გადავიდა.

1991 წლიდან ადიგენის რაიონის მატერიალუარ–ტექნიკური მომსახურების უფროსია. 1993 წლიდან ადიგენის რაიონის კოოპერატივ მლაშეს უფროსი კონსული.1998 წლიდან კი ადიგენის რაიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროსი.
2005 წლიდან იყო უნუშევარი.

2012 წლის ნოემბრიდან დღემდე შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო ორის“ დირექტორია.

2008 წლიდან 2009 წლის გაზაფხულამდე – „ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2011 წლიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, 2013 წლის გაზაფხულიდან კი ამავე პარტიის ადიგენის რაიონული ორგანიზაციის გამგების თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და სამმი შვილი.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე აირჩიეს
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ადიგენის საკრებულო მუშაობას წყალ–საკანალიზაციო სისტემის მოგვარებით დაიწყებს
ვინ არის ინგა ვარდიძე