FM97.5 / LIVE

‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 29.09.2020
„ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა- ბორჯომის ოლქში ოლეგ სანდროშვილი იქნება. პარტია ახალციხეში ადგილობრივი შტაბის გახსნისთვის ემზადება.

‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება

ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ოლეგ სანდროშვილი „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამბობს, რომ პარტია მას ოფიციალურად ცესკოში ხვალ, 30 სექტემბერს დაარეგისტრირებს. კითხვაზე, რატომ „ქართული მარში“ ასე პასუხობს: „მე კონსერვატორი ვარ და კონსერვატორულ პარტიაში ვიყავი ადრე, „ოცნების“ პერიოდშიც. არის სხვა მომენტებიც მარტო ეს არა“.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პარტია საზოგადოების ნაწილის მხრიდან ფასდება, როგორც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მატარებელი, არასწორია.

„მაგას ქმნიან, რომ ეგრეთია [ჰომოფობიური და ქსენოფობიური] და ასეთი არანაირად არ არის. არანაირი ძალადობა, არანაირი ძალდატანება ვინმეზე. უბრალოდ, როცა მიდგება საქმე ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ქვეყნის დაცვაზე ძალაუნებურად უკვე გიხდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ფასდება სხვანაირად, პრესის, მასმედიის, ლიბერალური პარტიებისა და მათი მიმდევრების მიერ“, - ამბობს სანდროშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, პარტიას სამცხეში წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, თუმცა შტაბისთვის ფართი ახალციხეში უკვე მოიძიეს და რამდენიმე დღეში აქტიურ კამპანიასაც გეგმავენ: „ავიღეთ ოფისისთვის ფართი. ახლა ველოდებით სააგიტაციო მასალას და როცა ოფიციალურად წარდგენა იქნება ჩემი კანდიდატურისა ცესკოში, ფაქტობრივად, უკვე დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, რგორც მაჟორიტარობის კანდიდატი“.

ოლეგ სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. იგი საკრებულოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენელი პარტიის -„კონსერვატორების“ წევრი იყო.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი კენჭს „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზიდან“ (N37/01/03 უბანზე) მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა, თუმცა დამარცხდა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
პარტია ‘ქართულ არჩევანს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება
ლეიბორისტულმა პარტიამ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში