FM97.5 / LIVE

ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის

მთავარიპოლიტიკა 25.01.2013
”ოცნების” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად აქტივისტების ერთი ნაწილი ელგუჯა ბიჭაშვილს მოიაზრებს, ცენტრალური ოფისიდან კი გოჩა ათოშვილის კანდიდატურას ასახელებენ

ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის
”ქართული ოცნების” აქტივისტების ნაწილი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოაგადოების უფლებებისათვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გუჯა ბიჭაშვილს ასახელებს. ”ახალციხის ბიზნეს ცენტრის” ხელმძღვანელი გოჩა ათოშვილი კი ამბობს, რომ დავალებები პარტიის ცენტრალური ოფისიდან უკვე მიიღო.

”რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ”ქართულმა ოცნებამ” ჩემი კანდიდატურა წარადგინა. გოჩა ათოშვილმა კანდიდატურა მოხსნა და ორშაბათს მოხდება ჩემი თავმჯდომარედ დამტკიცება”, - განაცხადა ”სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში ელგუჯა ბიჭაშვილმა.

ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის
გოჩა ათოშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია.

”ტყუილია! ცენტრალურმა ოფისმა წარმადგინა, მაგრამ ჯერ არ არის აქ თავმჯდომარეობაზე ლაპარაკი, ყველა შეცდომაშია შეყვანილი. მე უბრალოდ დამევალა ჩამომეყალიბებინა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც უნდა დააფუძნოს პარტია და მომემზადებინა კონფერენცია”, - განმარტავს ათოშვილი და ამატებს, რომ კონფერენცია გარკვეული პირობების გამო დროებით გადაიდო და ცენტრალური ოფისიდან მითითების შემდგომ გაიმართება.

როდის დამტკიცდება ”ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა ათოშვილი ვერ აკონკრეტებს.

”კონფერენციაზე აიირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. ეს იქნება სუფთა პარტიული კონფერენცია და იქ სხვა პირები არ დაესწრებიან”, - ამბობს გოჩა ათოშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო