FM97.5 / LIVE

მშენებლობები ქალაქში

მთავარიეკონომიკა 22.02.2012
რისი გაკეთება იგეგმება გამოთავისუფლებულ შენობებში; სად აშენდება კიდევ ორი ახალი სასტუმრო და რატომ არ ხმაურდება მეშვიდე საჯარო სკოლის დაცლის მიზეზი

ძლიერმა ყინვებმა ქალაქში მიმდინარე მშენებლობები შეაფერხა, თორემ არ შეჩერებულა, პირიქით, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, დაიწყო მზადება ახალი ობიექტების მშენებლობებისთვის.
ახალციხეში უკვე მშენებარე სასტუმროებს სამი კიდევ შეემატება. რკინიგზის სადგურის დემონტაჟი დაწყებულია და აქ მალე სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.

- “ორმილიონიანი ინვესტიციაა, თუმცა სასტუმროს უკან, კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას რკინიგზის სალარო. რკინიგზა ისევ აღდგება, უბრალოდ სადგური იმ ფორმით აღარ იმუშავებს”, - ამბობს ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

მეორე სასტუმრო ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, ამისთვის გეოლოგიური კვლევები უკვე ჩაატარეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის განცხადებით, სასტუმროს ასაშენებლად მიწა ფრანგმა ინვესტორებმა იყიდეს. შვიდსართულიანი კორპუსი მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

სასტუმროს ასაშენებლად გამოათავისუფლეს ყოფილი პოლიკლინიკის შენობაც. მისი დემონატჟიც თითქმის დაასრულეს.

- “წელს გარე ფასადი გაკეთდება, მომავალი წელს ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა მოეწყობა”, - აცხადებს გიქოშვილი.

გარდა ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა, ორგანიზაციებისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა, შედარებით მყუდრო უბნებშიც აუცილებელი აღმოჩნდა. პეტრე იბერის 17 ნომერში მდებარე მეშვიდე საჯარო სკოლისთვის ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება გამოათავისუფლეს. თითქმის საუკუნის შემდეგ სკოლა-პანსიონი მდებარეობას შეიცვლის, 32 აღსაზრდელი სექტემბრიდან სასწავლო პროცესს რუსთაველის 105 ა-ში გააგრძელებს.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნული სასწავლო დაწესებულებისთვის ფართის ნახვას ამაოდ ცდილობდა. მეშვიდე საჯარო სკოლის მიერ 158 კვადრატული მეტრი ფართობის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, როცა საქმეში განათლების სამინისტროც აქტიურად ჩაერთო.

- “გადმოცემული ფართი საავადმყოფოსთან, 6 828 კვადრატული მეტრი, უზურფუქტის უფლებით გადმოგვეცა. საჯარო რეესტრში ამონაწერი უკვე გავაკეთებინე”, - ამბობს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე და ამატებს, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად არიან, გასულ წელს კაპიტალურად უნდა გარემონტებულიყო, პროექტი მზად იყო და ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ რადგან შენობიდან გადასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, რემონტის გაკეთება შეაჩერეს, – შარშან თანხა ინვენტარის გასაახლებლადაც გამოგვიყეს, შევიძინეთ საწოლები, გარდერობები, ორთოპედიული ლეიბები, ელექტრო-აპარატურა, სამზარეულოს ავეჯი, მაგრამ ჯერ არ ვხსნით, ახალ შენობაში გადავიტანთ”.

რის გაკეთებას გეგმავენ სკოლის ადგილზე, კარკაძემ არ იცის, თუმცა, დარწმუნებულია, რომ შენობას კერძო პირის ინტერესების გამო არ აცლევინებენ: “ზუსტად ვიცი, რომ აქ სახელმწიფო აპირებს რაღაცის გაკეთებას”.

შენობის დაცლის მიზეზზე არც ადგილობრივ თვითმმართველობაში საუბრობენ. “არ ვიცით რა გაკეთდება სკოლის ადგილზე”, - აცხადებს გამგებელი.

- “ჯერ არაფერს ვგეგმავთ, ოფიციალურ დონეზე არაფერია გადაწყვეტილი”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ასევე გაურკვეველია რა გაკეთდება ახალციხის ყოფილი ბაზრის, ყოფილი ცენტრალური აფთიაქის და ყოფილი გამგეობის შენობებში.

- “აფთიაქის ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ახალციხელ სამველ აღიკიანს ეკუთვნის. რეკონსტრუქციის შეთანხმება მოიტანა ჩვენთან, მაგრამ რას გააკეთებს ჯერ არ ვიცით”, - გვიხსნის გიქოშვილი და ამატებს, რომ არქიტექტურულად ისეთი შენობა უნდა აიგოს, ახლად აშენებული თვითმმართველობის კორპუსი რომ არ დაჩრდილოს.

კერძო საკუთრებაა, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაც. ამ წუთამდე, აქ რაიმეს გაკეთების შესახებ განცხადება თვითმმართველობაში არ შესულა. რაც შეეხება ყოფილი გამგეობის კორპუსს, ინვესტორის გამოჩენას ელოდებიან.

ძლიერი ყინვის გამო შეფერხდა მუშაობა ყოფილი გუბერნიის შენობაში, სადაც ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

- “სამუშაოებს ვერ ვასრულებთ, ხსნარები გვაქვს იმისათვის, რომ ყინვაში ვიმუშაოთ, მაგრამ არ შველის, ორი დამხმარე შენობაა გასაკეთებელი, მაგრამ ვერ ვასხამთ ბეტონს, რეზერვუარს ვჭრით და ვერ იღებს ტრაქტორი მიწას”, - ამბობს სამშენებლო კომპანია “ველაჯიოს” სამუშაოთა მწარმოებული ჯინგული კვერნაძე.

მიუხედავად უამინდობისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რაბათში.

- “90-მდე ხელშეკრულებაა გვაქვს გაფორმებული, როგორც საპროექტო, ასევე სხვა სახის სამუშაოებზე”, - გვიხსნის დემეტრაძე და ამატებს, რომ დასრულებულია ძირითადი სამუშაოები ხელოვნური ტბაზეც.

იუსტიციის სახლის მშენებლობას მაისისთვის დაასრულებენ.

- “ყინვების გამო შეჩერებულები ვართ, ამ ეტაპზე შემინვაზე ვმუშაობთ, პარალელურად, მიმდინარეობს “გიბსოკარდონის” გაკვრა”, - ამბობს სამშენებლო კომპანია “არტესის” მენეჯერი ლაშა ცხვარიაშვილი.

პირველადი სამუშაოები დასრულებულია ხელოვნურ ტბაზეც, მიყვანილია წყალი, მოწყობილია წყლის დამცველი და გადამღვრელი სისტემა, მოპირკეთებულია დამბა.

- “ამ კვირაში დამთავრდება კონკურსი, რომელიც გამოცხადებულია ტბაზე დასასრულებელი სამუშაოებისათვის გაკეთებული პროექტის შეძენაზე. ასევე განაცხადი გვაქვს გაკეთებული ელექტროენერგიის მიყვანაზე “ენერგო-პროშიც”, - განმარტავს დემეტრაძე და ამატებს, რომ თითქმის დასრულებულია განათების ბოძებზე მუშაობა, მოპირკეთდება წყალში შესული ხიდი და სცენა, – პროექტს მაისის ბოლოსთვის დავასრულებთ”.

2013 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას აბასთუმნის გზატკეცილზე მშენებარე სასაკლაოც. აქ ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ინვესტორები ერთად მუშაობენ.

მიმდინარე წელს მოეწყობა სკვერი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე იუსტიციის სახლის გვერდითაც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა განთავსდება ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში
ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის

ბორჯომი სამშენებლო მტვერში
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
გადავადებული გახსნა
100,000 დოლარად ნაყიდი არჩევანის უფლება