FM97.5 / LIVE

გადავადებული გახსნა

მთავარისაზოგადოება 14.06.2012
როდის გაიხსნება ახალციხეში მშენებარე იუსტიციის სახლი ჯერ გაურკვეველია

გადავადებული გახსნა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა გასული წლის შემოდგომით დაიწყო. როგორც სამშენებლო კომპანია “არტესის” მენეჯერმა ლაშა ცხვარიაშვილმა “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა მშენებლობა მაისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

“ახლა “სეტკას” ვაკრავთ შენობას გარშემო. ამის კეთებას სამ დღეში დავასრულებთ”, - ამბობს “არტესის” მუშა ზაზა თამარაშვილი.

ამავე კომპანიის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის ბადრი ბადრიაშვილის განცხადებით, ამჟამად შენობას ასუფთავებენ და ავეჟს დგამენ.

მშენებლობის დასრულებისა და იუსტიციის სახლის გახსნის თარიღს ვერავინ აკონკრეტებს.

“ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ხანში დასრულდება მშენებლობა, მაგრამ ალბათ 20-ისთვის დავამთავრებთ. გახსნისას გვინდა, რომ იუსტიციის სახლის გვერდით მშენებარე სკვერის მოწყობაც დასრულებული იყოს”, - აცხადებს ბადრიაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის გელა დემეტრაძის თქმით, უმჯობესი იქნება თუ ისტიციის სახლის გახსნის შესახებ მათ დავუკავშირდებით, ვინც ამ საქმეს ხელმძღვანელობს.

“ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ ვარ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რომ გახსნიან იუსტიციის სახლს, მენეჯერად მაშინ დამნიშნავენ”, - გვითხრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის ფილიალის უფროსმა ნიკა ბეგიშვილმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა იოსევამ “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, ახალციხეში იუსტიციის სახლი უახლოეს თვეებში გაიხსნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა სრულდება
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ბორჯომში იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონია [Photo]
დღის ფოტო: იუსტიციის სახლი ბორჯომში [Photo]
ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა