FM97.5 / LIVE

100,000 დოლარად ნაყიდი არჩევანის უფლება

მთავარიეკონომიკა 31.05.2013
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო საცხოვრებელ კორპუსად უნდა გადაკეთდეს. შენობის მესაკუთრემ 1 ლარად ნაყიდი ვალდებულება 100,000 დოლარად მოიხსნა.

100,000 დოლარად ნაყიდი არჩევანის უფლება
ყოფილი რაიონული პოლიკლინიკის ადგილას მშენებარე შენობაში რამდენიმე დღეა დემონტაჟი დაიწყო. სასტუმროდ დაწყებული შენობა საცხოვრებელ კორპუსად უნდა გადაკეთდეს, ამიტომაც მშენებელი შენობის შიდა იერსახეს ცვლის.

”კალიდორული” სისტემა მოიშალა, შეიცვალა კარები, ფანჯრები, კიბეების განლაგება. კეთდება ოთახნახევრიანი და ოროთახიანი ბინები თეთრი კარკასით. ორი ბინა განთავსდება მანსარდში”,- ამბობს სამუშაოთა მწარმოებელი თამაზ თედორაძე.

სამუშაოებს შპს ”ფოცხოვი” აწარმოებს. შენობის ინტერიერის თითქმის 90 პროცენტი უკვე შეიცვალა. საცხოვრებელი კორპუსი სამსართულიანი იქნება. პირველ სართულზე კომერციული ობიექტები განლაგდება, მეორე და მესამე სართულზე კი საცხოვრებელი იქნება. კორპუსს ექნება პარკინგის ადგილი, ასევე დაგეგმილია ეზოს მოასფალტებაც.

შპს ”ფოცხოვმა” ყოფილი პოლიკლინიკის შენობა გასულ წელს ერთ ლარად შეიძინა, ამით კომპანიამ სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო: ”ჩვენი ნება არ იყო რას გავაკეთებდით. კარგად ვიცოდით რომ სასტუმროს დატვირთვა არ ექნებოდა, თუმცა მაინც გვარწმუნებდნენ, რომ ტურისტების ბუმი იქნებოდა”.

ექვსი თვის წინ შპს ”ფოცხოვის” დირექტორმა დავით ჩაჩანიძემ, საქართველოს პრეზიდენტს იმ თხოვნით მიმართა, რომ ერთ ლარად ნაყიდი შენობა კომპანიის საკუთრებაში გადასულიყო და შესაბამისად, სასტუმროს აშენების ვალდებულებაც აღარ ჰქონოდა.

კომპანიამ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ორი კვირის წინ მიიღო. რის თანახმადაც, 2013 წლის 20 მაისს ” სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩის #2-ში მდებარე 4006 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართობით 1038.92 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 დოლარის ეკვივალენტ ლარებში საკუთრებაში გადაეცა შპს ”ფოცხოვს”.

შპს ”ფოცხოვმა” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს 28 მაისს განცხადებით მიმართა და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა. სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო შენობაში დემონტაჟი.

დავით ჩაჩანიძე ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობა წელს დასრულდება. საცხოვრებელი ფართების ღირებულება კი შენობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

შენობის დანიშნულების შეცვლის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩვენგან გაიგო. ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესმენებს სასტუმროების მშენებლობას ავალდებულებდა, ამიტომ, ახლა თუ პროექტი შეიცვალა, ეს გასაკვირი არ არის: “წინა ხელისუფლებას რომ ბიზნესმენები შევიწროებული ჰყავდა, ეს ცნობილია. ამ ბიზნესმენსაც ავალდებულებდნენ სასტუმროს მშენებლობას. როგორც კი მას ეს ვალდებულება მოეხსნა, მოინდომა საცხოვრებელ კორპუსად გაკეთება, რადგან ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე სასტუმრო. თუ მართლა ასეა, თედორაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და ეს ფაქტი დაადასტუროს”.

ადგილობრივი ბიზნესმენი რამაზ თედორაძე გვარწმუნებს, რომ ამ შენობასთან კავშირი არ აქვს. ”შენობა შპს ”ფოცხოვს” ეკუთვნის”, - ამბობს იგი. თუმცა, საჯარო რესსტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ადვილად დგინდება კავშირი რამაზ თედორაძესა და შპს ”ფოცხოვის” დირექტორს დავით ჩაჩანიძეს შორის. ასევე ჩაჩანიძეა დირექტორი შპს ”კორომში”, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი რამაზ თედორაძეა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში
‘ენერგო პრო–ჯორჯიისა’ და კერძო კომპანიის დავა
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ
ახალციხის გამგეობამ 1 ლარად გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა
საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს