FM97.5 / LIVE

რა განთავსდება ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში

მთავარისაზოგადოება 02.07.2012
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუ რისთვის გამოთავისუფლდა შენობა, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში არ საუბრობენ

რა განთავსდება ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში

ობიექტზე დასაქმებული მუშების ვარაუდით აღნიშნულ შენობაში სექტემბრიდან ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა უნდა განთავსდეს, ამიტომ შენობის რეკონსტრუქცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

- ”როგორც გვითხრეს სამუშაოები ორ თვეში უნდა დავასრულოთ, ამიტომ შენობის ნაწილის ნგრევა, ნარჩენების გატანა და გარემონტება პარალელურად მიმდინარეობს ”, - ამბობს ალიკა აკოფიანი.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი კარკაძემ მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში განუმარტა, ინფექციური განყოფილება სკოლისთვის გამოათავისუფლეს: ”გადმოცემული ფართი საავადმყოფოსთან 6, 828 კვადრატული მეტრი, უზურფუქტის უფლებით გადმოგვეცა. საჯარო რეესტრში ამონაწერი უკვე გავაკეთებინე”.

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება, მესამე თვეა რაც ახალციხის რაიონული საავადმყოფოს შენობაში განთავსდა. მანამდე ინფექციური განყოფილება საავადმყოფოს ძირითადი კორპუსიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით ფუნქციონირებდა.

ამასთან დაკავშირებით ”სამხრეთის კარიბჭე” დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს