FM97.5 / LIVE

ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.04.2017
კომპანია "რედიქსი" და საპარტნიორო ფონდი აბასთუმანში 140-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ზაფხულში დაიწყებენ და 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში გახსნიან.

ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

"რედიქსის" ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს პროექტი უკვ დამტკიცებულია. სასტუმრო 140-ნომრიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 32 მილიონი დოლარი ჩაიდება.პაპაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება შევა თუ არა სასტუმროს მართვაში რომელიმე საერთაშრისო ბრენდი.

პროექტის მიხედვით 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნესკლუბსა და სპას.

ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. მოგვიანებით პროექტში საპარტნიორო ფონდი შევიდა.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთრებაშია „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები.

ამჟამად, საპარტნიორო ფონდის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერია. რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია
ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გაიხსნა [Video]
აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა
პრემიერი ბორჯომში ‘რიქსოსის’ პირველ სასტუმროს გახსნის
აქცია ბორჯომში
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს