FM97.5 / LIVE

ბორჯომი სამშენებლო მტვერში

მთავარიეკონომიკა 13.06.2012
ბორჯომში ხუთი ახალი სასტუმრო შენდება; ძველ სასტუმროებს კი რეკონსტრუქცია უტარდება

ბორჯომი სამშენებლო მტვერში

ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ადგილია, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ადგილზე მდებარე ოთხ კერძო სახლს რეაბილიტაცია უტარდება. ამავე ტერიტორიაზე შენდება ახალი, “მრავალფუნქციური შენობა” და რეაბილიტაცია უტარდება 9 აპრილის პარკსაც. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო.

- “სადაც ახლა მრავალფუნქციური შენობა შენდება, ადრე იქ ძველი, ერთსართულიანი, უფუნქციო შენობა იდგა. ახლა კაპიტალური შენობა დაიდგმება, სადაც პირველ სართულზე მაღაზიები იქნება, მეორეზე კი სასტუმრო. არ არის გამორიცხული სართულები კიდევ დაემატოს”, - ამბობს საწყობის უფროსი დავით კაკუტაშვილი.

მისივე თქმით, კერძო სახლები კაპიტალურად უნდა შეკეთდეს: “ამ სახლებს ერთნაირი იერსახე ექნებათ, ერთ სიმაღლეზე აიწევა, ერთნაირი სახურავები ექნებათ და რაც მთავარია, ფასადები საუკეთესო ქვებით მოპირკეთდება”.

დაინგრა და თავიდან შენდება ორასრთულიანი საცხოვრებელი კორპუსი ამავე ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ერთ საუკუნეს ითვლიდა და სავარაუდოდ, რომანოვების აშენებული უნდა ყოფილიყო. 12-მა ოჯახმა შენობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. გამგეობამ თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ისინი ისევ ამ შენობაში დაბრუნდებიან. მანამდე კი გამგეობა დაფარავს დროებითი საცხოვრებლის ქირას.

- “შვიდთვიანი ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ჩვენს სახლებს. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ბინის ქირით დაკმაყოფილებაც”, - ამბობს აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ნელი ჭოლაძე.

შენობას ჯერ მხოლოდ საძირკველი აქვს, ხელშეკრულების ვადა ერთ თვეში იწურება. აღნიშნული შენობის მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ გამგეობა ხელშეკრულებას გაუგრძელებს.

- “მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო. ჯერ ნახევარიც არ არის გაკეთებული და არ ვიცით როდის დამთავრდება. ჯერ ამბობდნენ აგვისტოშიო, ახლა სექტემბერზე ლაპარაკობენ”, - ამბობენ ადგილობრივები.

გამგეობაში კი ადგილობროვების ბედზე ნაკლებად ღელავენ.

- “ბორჯომი თორმეტ თვეზე გათვლილი კურორტი გახდება”, - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ ბორჯომში ხუთი ახალი სასტუმრო შენდება და ძველ სასტუმროებს რეკონსტრუქცია უტარდება.

იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ახლა შენდება, ერთერთი ბორჯომ-ლიკანის სასტუმრო-კომპლექსი “რიქსოსია”. ყოფილი მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მშენებლობას ყაზახი ინვესტორები აწარმოებენ. მასში 36 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული. სასტუმროს თითქმის 40-პროცენტიანი წილის მფლობელი კი “საპატრნიორო ფონდია”.

ინვესტორი ლიკანში 52-ნომრიან საერთაშორისო სატანდარტების სასტუმროს ააშენებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში ქეთი ბეროზაშვილი ამბობს, რომ სასტუმრო სამკურნალო ბალნეოლოგიურ პროფილს შეინარჩუნებს: “დაინგრა ის შენობები, რომლებიც კომუნისტების დროს იყო აშენებული და ავარიული იყო. რაც შეეხება ისტორიული ღირებულების შენობებს, მათ რესტავრაცია უტარდებათ”.

სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. კადრების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ ყაზახურ კომპანიას 2006 წელს გადასცა. ყაზახები პირობას დებდნენ, რომ ლიკანში საერთაშორისო მასშტაბის ტურისტული კომპლექსი აშენდებოდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზით, მშენებლობა 2011 წლის შემოდგომით დაიწყო.

რამდენიმე წელია პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მიწიდან მინერალური წყალი ამოდის, კიდევ ერთი სასტუმრო შენდება.

ადრე ამ ადგილას ბორჯომის ბალნეოლოგიური სანატორიუმი იყო. რამდენიმე წლის წინ შენობა გაიყიდა. ახალ სასტუმრო კომპლექსს სამშენებლო კომპანია შპს Dizon Limitid-ი აშენებს.

მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება 86-ნომრიანი სასტუმრო “ბორჯომის” გახსნაც. სასტუმროსთან ერთად ამოქმედდება გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრიც. ამავე სასტუმროში დაწყებს ფუნქციონირებას უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრიც.

გარდა ამისა, პირველ აგვისტოდან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება ახალმა ოთხვარსკვლავიანმა სასტუმრო “ბორჯომ-პალასმა”. სასტუმროს 60-ნომრიანი იქნება.

სასტუმრო “ბორჯომ-პალასის” რეკონსტრუქცია-მშენებლობაში ორი მილიონი ლარია ჩადებული. სასტუმროს ნინოწმინდელი ინვესტორი არამ სანოსიანი აშენებს. ქეთი ბეროზაშვილის თქმით, ეს ერთადერთი სასტუმროა, რომელიც წლევანდელ სეზონზე დამსვენებლების მიღებას შეძლებს.

კიდევ ერთი, 100-ნომრიან სასტუმრო, “რუმს ბორჯომი” ყოფილი გამგეობის შენობაში შენდება. სასტუმროს თბილისური “ჰოლიდეი ინის” ოპერატორი კომპანია “აჭარა გრუპი” აშენებს.

მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება სასტუმრო “ფირუზას”. შენობა 1832 წელს არის აშენებული. მისი რეკონსტრუქცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

“სასტუმრო “ფირუზა” გარედან სულ განახლდა, შეიძლება ითქვას, რომ შენობას ძირეული რეკონსტრუქცია უტარდება. ეს სასტუმრო იქნება ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, იმდენად დამახასიათებელი შენობაა”, - ამბობს ბეროზაშვილი.

საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება შპს სანატორიუმ “ბორჯომ ბაღს”, რომელსაც ადგილობრივები ყოფილ სამხედრო სანატორიუმად იცნობენ. 1970 წელს აშენებული შენობისგან მხოლოდ კედლები დატოვეს, დანარჩენი ყველაფერი დაინგრა, ფასადი შეიცვალა და შენობა გაფართოვდა.

ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ სეზონისთვის ვერ დასრულდება. ამიტომ წელს დამსვენებლებს სამშენებლო მტვერში გახვეული კურორტი უმასპინძლებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს
გაგრძელდება თუ არა ახალციხეში სასტუმრო ’ტბის’ მშენებლობა
აქცია ბორჯომში
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
აბასთუმანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება