FM97.5 / LIVE

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის

მთავარიეკონომიკა, სამართალი 16.02.2013
შეჩერდა, შეაჩერეს, თუ ჩვეულებრივ გრძელდება მუშაობა ქალაქში დაწყებულ მშენებლობებზე; რა მდგომარეობაა მშენებარე ობიექტებზე და შესაძლოა თუ არა, რომელიმე მშენებლობის საქმე პროკურატურამდე მივიდეს.

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის
ახალციხის მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი ობიექტი შენდება, თუმცა ”სამხრეთის კარიბჭეს” მშენებლები მხოლოდ სამ ობიექტზე დახვდნენ.

- ”მხოლოდ საახალწლოდ, 3 დღე შევისვენეთ, არ შევფერხებულვართ, ჩვეულებრივ გავაგრძელეთ მუშაობას”, - გვითხრა მუშამ აზაკ ტოროსიანმა, რომელიც ე.წ. საბარგო სადგურზე საკონსერვო ქარხნის მშენებლობაზე მუშაობს.

როგორც რკინიგზის სადგურთან მშენებარე სასტუმროს მუშებმა გვითხრეს, მუშაობა არც აქ შეჩერებულა. არ შეჩერებულა მუშაობა სასაკლაოს მშენებლობაზეც.

- ”სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, არ ვიცი ფუნქციონირებას როდის დაიწყებს”, - ამბობს წამყვანი სპეციალისტი ნიკო ბერიძე.

ვერავინ ვნახეთ, 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან. თუმცა, როგორც აქ გასულ თვეებში დასაქმებულმა კახაბერ მოდებაძემ გვითხრა, მშენებლობა დროებითაა შეჩერებული ყინვების გამო და მუშაობა უახლოეს ერთ კვირაში განახლდება: ”იყვნენ უფროსები ჩამოსული, დაათვალიერეს ადგილი, ეზოში კომუნიკაციების დასაქსელად გეგმა შეადგინეს და წავდინენ”.

აქ მშენებარე კორპუსის ხუთი სართული უკვე აყვანილია, მას ოთხი სართული კიდევ უნდა დაადგან.

- ”სამი თვეა გაჩერებულები არიან, არ ვიცით მშენებლობას როდის გააგრძელებენ”, - გვითხრეს ვალეში, ე.წ მეორე შახტის ტერიტორიაზე მშენებარე ტერმინალზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის

ყოფილი პოლიკლინის ადგილზე მშენებარე სასტუმროს კარკასი შეკრულია, დასრულებულია სახურავის მშენებლობაც. სასტუმროს მშენებელი ფირმის შპს ”ფოცხოვის” ხელმძღვანელის თამაზ თედორაძის თქმით, ამჟამად სამუშაოები შეჩერებული მხოლოდ უამინდობის გამოა: ”როგორც კი დათბება, მშენებლობას განვაახლებთ”.

შეჩერებულია ხელოვნურ ტბასთან სასტუმროს მშენებლობა; სამუშაოები არ მიმდინარეობს რაბათის შესასვლელთან მშენებარე ობიექტზეც.

- ”აბსოლიტურად არაფერი შეგვიჩერებია, თუ ამ ეტაპზე სადმე მშენებლობა არ მიმდინარეობს, მიზეზი მხოლოდ ყინვა და ზამთარია. განაცხადი რომელიმე ორგანიზაციისგან იმის შესახებ, რომ რაიმე მიზეზის გამო მშენებლობას აღარ გააგრძელებენ, ამ დრომდე არ მიგვიღია”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი კი აცხადებს, რომ მიმდინარე თვის დასრულებამდე ქალაქში მშენებარე ყველა ობიექტს სპეციალურად მოწვეული აუდიტი შეისწავლის: ”ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ”.

მისი თქმით, აუდიტის მოწვევის სურვილი იმიტომ გაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ უნდა იცოდეს თუ რას იბარებს: ”ბუნებრივია, ეჭვი არის, რომ არამიზნობრივი ხარჯვა ხდებოდა თანხის, თუნდაც ახალციხის ციხის მშენებლობის დროს. სადაც იქნება კანონდარღვევა, შესაბამისი რეაგირებაც მოყვება. დადგება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი და ყველა ასეთი საქმე პროკურატურას გადაეგზავნება. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, რაც აუდიტი დასკვნას დაწერს”.

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“

დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს