FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]

მთავარიპოლიტიკა 18.12.2012
პრეზიდენტის გადადგომით მოთხოვნით ახალციხის მუნიციპალტიტში 5 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” ხელმოწერების შეგროვებას ქალაქში მოძრავი კარვითა და კარდაკარ შემოვლით კვლავ აგრძელებს.

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” ახალციხის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ელგუჯა ბიჭაშვილის თქმით, ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტში 5 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა.

ხვალ სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისის მიმართულებით კოლონა გავა. რაიონული ორგანიზაციები, რომლებსაც ახალციხის ოფისი გაუძღვება, ხაშურში თბილისიდან მომავალ კოლონას შეურთდებიან.

”ჩავალთ ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში და შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ორხელისუფლებიანობისა და პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები არიან”, - ამბობს ბიჭაშვილი.

ტურნე 25 დეკემბერს ბათუმში დასრულდება. ამასობაში მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტები ხელმოწერების შეგროვებას კვლავ გააგრძელებენ. ეს პროცესი 3 იანვარს დასრულდება.

”ოთხში შევიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან და ვეტყვით მას, რომ უნდა წავიდეს”, - გვითხრა ბიჭაშვილმა.

უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი - რას ფიქრობენ ახალციხელები




[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო