FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა

მთავარიპოლიტიკა 10.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ახალციხეში ამ დრომდე 1850 ხელმოწერა შეგროვდა.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
ხელმოწერებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” აგროვებს. ახალციხეში ამ პროცესს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი და ამავდროულად ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ელგუჯა ბიჭაშვილი ხელმძღვანელობს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის 1850 ხელმოწერაა შეგროვებული. მათივე თქმით, რაოდენობა გაიზრდება, რადგან ხელმოწერებს კარდაკარის პრინციპითაც აგროვებენ.

კურორტ აბასთუმანში, ასევე, ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ხელმოწრებს 28 კოორდინატორი აგროვებს.

- ’მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში შიშის სინდრომი კიდევ დარჩა და ზოგი ხელმოწერაზე უარს გვეუბნება. მაგრამ, დიდი ნაწილი ხელმოწერას სიამოვნებით თანხმდება. 4-ში ყველა ერთად ვეტყვით მიშას, რომ წავიდეს”, - განაცხადა ’ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის’ ხელმძღვანელმა ელგუჯა ბიჭაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში ხელმოწერებს 4 დეკემბრიდან აგროვებენ. ქალაქის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ხელმოწერის მსურველებისთვის ისევ დგას კარავიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება