FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.09.2013
ახალქალაქის მეხუთე სომხურ საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები საკუთარი სახსრებითა და ხელებით გარემონტებულ კლასებში შეხვდებიან. თუმცა, სკოლაში პრობლემები მაინც რჩება

ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
ახალქალაქის მე-5 სომხურ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ბოლოს 4 წლის წინ ჩატარდა. მაშინ მთლიანად გამოიცვალა სკოლის კარი და ფანჯრები, სამასწავლებლო ოთახი კი ნაწილობრივ მოწესრიგდა. თუმცა სკოლაში კიდევ ბევრი რამეა შესაკეთებელი.

„4 წელი ვიცდიდით და ვერ შეძლეს, შემდეგ კი გადავწყვიტეთ სკოლის მდგომარეობა ბავშვებთან ერთად, ერთობლივი ძალებით გაგვეუმჯობესებინა. თავიანთი კლასების რემონტი, საკუთარი ხელით, სწორედ მე-9 კლასელებმა დაიწყეს. ბიჭები რთულ და მძიმე საქმეს აკეთებდნენ, გოგონები კი ალაგებდნენ. კლასები თითქმის მზადაა, დარჩენილია მხოლოდ იატაკების შეღებვა“, - გვიამბობს სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკაინი.

რამდენიმე დღეში სკოლაში ყველა სამუშაო დასრულდება და ბავშვები სასწავლო წელს შედარებით გაუმჯობესებულ პირობებში შეხვდებიან.

სკოლის ინვენტარი იმ დროისაა, როცა მე-5 საჯარო სკოლა ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნეტი იყო, ახალია მხოლოდ მერხები რამდენიმე კლასში.

ახალქალაქის მე-5 საჯარო სკოლა მოსწავლეთა რაოდენობით ყველაზე მცირერიცხოვანია.
„მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია უკვე გვაქვს, ჩვენთან დღეს 104 ბავშვი სწავლობს. როგორც შარშან, წელსაც ჩვენს სკოლაში 9 პირველკლასელია. მოსწავლეთა რაოდენობამ კი სხვა სკოლებიდან გადმოსული ბავშვების ხარჯზე მოიმატა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

კითხვაზე, რითია განპირობებული სკოლისადმი ასე გაზრდილი ინტერესი, სკოლის დირექტორი შემდეგნაირად გვპასუხობს: „მაგალითად იმით, რომ რომელ ოჯახსაც ბავშვები სხვადასხვა სკოლებში ჰყავს, განსხვავებას გრძნობს. სხვა სკოლებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენს სკოლაში პირველი პირობა მოსწავლეების სიმცირეა. კლასებში 14 ან 9 ბავშვია, ამიტომ მათ დაფასთან გამოსვლა ყოველდღე უწევთ. მართალია, არიან ბავშვები, რომლებსაც თავად არ უნდათ სწავლა და ყოველდღე დაფასთან გამოსვლა, მაგრამ მოსწავლეების ნაწილი სწავლისკენ ისწრაფვის. ბევრმა ბავშვმა თავად მოითხოვა ჩვენს სკოლაში გადმოსვლა. მაგალითად, შარშან მე-4 სკოლის მოსწავლე საკუთარი სურვილით გადმოვიდა, რადგან 30 მოსწავლეს შორის ყოფნისას გაკვეთილებს თითქმის არ სწავლობდა, ბავშვებს გამოთვლილი ქონდათ და ყოველ მათგანს თვეში ერთი გაკვეთილის სწავლა უწევდა. აქედან გამომდინარე, სწავლის დონე მცირდება“.

სახელმძღვანელოების პრობლემა სკოლას არ აქვს, რადგან წელს სახელმწიფო წიგნებს უფასოდ არიგებს. თუმცა სკოლის დირექტორის თქმით, არის სხვა - უხარისხო თარგმანის პრობლემა.

„მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს სომხეთიდან ვიღებთ, დანარჩენი წიგნები კი საქართველოშია გამოცემული. გასულ წელს I-VI კლასის წიგნები შეკვეთით მივიღეთ, ფული მშობლებმა გადაიხადეს, წიგნები კი არასწორად იყო შედგენილი. მაგალითად, მათემატიკის სავარჯიშოები ნაწილი სომხურად იყო, ნაწილი ქართულ ენაზე და თარგმანში ბევრი შეცდომებით“, - გვიხსნის დირექტორი.

სკოლაში ზოგიერთი გაკვეთილი უფრო ცოტაა, ვიდრე ამ საგნის მასწავლებელი. მაგალითად, ასეთი სიტუაციაა სომხური ენის გაკვეთილებთან დაკავშირებით.

სკოლის 104 მოსწავლე 12 კლასადაა გაყოფილი. მათ 32 პედაგოგი ასწავლის.

სკოლა-ინტერნატი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად ჯერ კიდევ 1996 წელს გადაკეთდა.

„უნდა ვიზრუნოთ, რომ მოსახლეობის რიცხვი ჩვენს ირგვლივ გაიზარდოს. მოიმატოს ბავშვების რაოდენობამაც. პირველი პრობლემაა სკოლისაკენ მომავალი გზა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. ასფალტის დაგებაზე არაფერს ვამბობთ, მოასწორონ მაინც. წვიმების დროს იმხელა ტბები დგება, რომ ნავით უნდა იცურო“, - ამბობს დირექტორი.

ემმა ნახატაკიანის თქმით, სკოლის რემონტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის მისამართიც - მე-5 საჯარო სასწავლო დაწესებულება ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.

„ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცოტა მოსწავლე გვყავს. საქართველოს განათლების სფეროში ბევრი კარგი რამ ხდება, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ეს ცოტაა. საჭიროა გვესმოდეს, რომ დღეს სახელმწიფოს მეტის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომაც თავადაც უნდა მივეშველოთ“, - ამბობს ემმა ნახატაკიანი.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება

პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს
ბუღაშენში შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან