FM97.5 / LIVE

საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.04.2016
ახალციხის საავადმყოფოებში ბაგა–ბაღების აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო. ამ ეტაპზე „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედინიცო კლინიკაში სამი პაციენტი მკურნალობს.

საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო

კლინიკა „იმედში“ კი შაბათ–კვირის შემდეგ გულის რევის შეგრძნებით, პირღებინებითა და მუცლის ტკივილით საბავშო ბაღების აღსაზრდელები აღარ შეუყვანიათ.

„შაბათ–კვირას ორი პაციენტი გვყავდა, ერთს მხოლოდ ღებინება ქონდა. ამ ეტაპზე კლინიკაში მსგავსი სიმპტომებით არავინ გვიწევს“, – ამბობს კლინიკა „იმედის“ ბავშვთა განყოფილების გამგე ვიოლა ინასარიძე.

მისი თქმით, რამ გამოიწვია ბაგა–ბაღის აღსაზდელებში გულისრევა და მაღალი სიცხე ჯერ ისევ გაურკვეველია: "შესაძლებელია საკვებმა გამოიწვია, წყალი რომ იყოს, მთელი მოსახლეობა მსგავს სიტუაციაში იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ვირუსი იყოს, რადგან ზოგს ხველა და წითელი ყელიც აქვს“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამედიცინო დაწესებულებებს სკოლამდელი ასაკის 41–მა პაციენტმა მიმართა, ყველას ერთი და იგივე სიმპტომი ქონდა :გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, თავისა და მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე. იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებებში საკმარისი პალატები არ იყო, პაციენტებს გადასხმებს დერეფნებში უკეთებდენ.

პაციენტების უმეტესობა ახალციხის პირველი ბაგა–ბაღიდან იყო. მომხდარს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა. ორივე უწყებაში აცხდებენ, რომ ანალიზის პასუხი რამდენიმე დღეში იქნება.

ამ ეტაპზე ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 4 დღეში ერთი და იგივე სიმპტომით, ერთი კოკრეტული ბაღიდან, ათობით პატარა მოათავსეს საავადმყოფოში, სწავლა არც შეჩერებულა. ბაღების გაერთიანებაში განმარტეს, რომ სასწავლო პროცესის შესაჩერებლად სპეციალისტების დასკვნები იყო საჭირო. დასკვნები კი ჯერ უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია
ვირუსი თუ მოწამვლა – რა მოხდა სამი კვირის წინ ახალციხის ბაღებში, ჯერ ისევ უცნობია
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
კეთილი ნება თუ ერთგვარი კომპანსაცია  – ახალციხის ბაღები ისევ კითხვებს აჩენს
ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ