FM97.5 / LIVE

ვირუსი თუ მოწამვლა – რა მოხდა სამი კვირის წინ ახალციხის ბაღებში, ჯერ ისევ უცნობია

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.04.2016
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის ბაღებიდან წაღებული საკვებისა და სასმელი წყლის გამოკვლევა დაასრულა, თუმცა პასუხი კითხვაზე, რისგან მოხვდა აპირილის დასაწყისში საბავშვო ბაღების 50 აღსაზრდელი საავადმყოფოში, ჯერ ისევ არ არსებობს.

ვირუსი თუ მოწამვლა – რა მოხდა სამი კვირის წინ ახალციხის ბაღებში, ჯერ ისევ უცნობია

სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტებსა და წყალს ახალციხის პირველ და მეხუთე ბაგა–ბაღებში იკვლევდა. ბაღების შემოწმება აპრილის პირველ კვირას ჯანდაცვის სამსახურის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამსახურმა კი სააგენტოს კონტროლი მას შემდეგ სთხოვა, რაც ერთი და იგივე სიმპტომებით, ახალციხის საავადმყოფოებში 3–დან 6 წლამდე ასაკის 50–ზე მეტი ბავშვი მიიყვანეს.

საკვებ პროდუქტებზე ლაბორატორიული შემოწმების საბოლოო პასუხები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, 18 აპრილს მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, წყალში, მზა სურსათსა და ნედლეულ პროდუქტში დარღვევა არ გამოვლინდა.

„ბავშვების საავადმყოფოში მიმართვიანობის მიზეზი, ალბათ, ჯანდაცვის დასადგენია“, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ვერიკო გულუა.

სურსათის სააგენტოს პარალელურად, ასევე ჯანდაცვის სამსახურის შეტყობინების საფუძველზე, საქმეში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ცენტრის თანამშრომლები ბავშვებისგან 4 დღის განმავლობაში იღებდნენ ანალიზებს გამოსაკვლევად. მათი პირველადი ინფორმაციით, პატარებს მოწამვლის ნიშნები არ ჰქონდათ. გამოკვლევის საბოლოო პასუხი კი დღემდე არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჯერ საბოლოო დასკვნა არ აქვს.

შეგახსენებთ, 28 მარტიდან, 4 დღის განმავლობაში ახალციხის ორ საავადმყოფოში, 3–დან 6 წლამდე ასაკის 54 პაციენტი შევიდა. ყველა მათგანს მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნებოდა. 54– დან 24 მეხუთე ბაღის აღსაზრდელი იყო, 30 პირველის. ერთ–ერთ საავადმყოფოში, ‘უნიმედი სამცხეში’ უადგილობის გამო, პატარებს დერეფანში უკეთებდნენ გადასხმებს. მომხდარიდან დღემდე თითქმის სამი კვირა გავიდა, თუმცა, საბოლოო პასუხი, რა იყო მომხდარის მიზეზი, ინფექცია თუ კვებითი ინტოქსიკაცია, არ არსებობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ
კეთილი ნება თუ ერთგვარი კომპანსაცია  – ახალციხის ბაღები ისევ კითხვებს აჩენს
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა
რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია
ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო