FM97.5 / LIVE
საავადმყოფოებში მოხვედრიდან, ზუსტაც ერთი თვის შემდეგ, რა სჭირდათ პატარებს, დადგენილი ისევ არ არის და აღარც იკვლევენ. მიუხედავად ამისა, მერიამ გადაწყვიტა, პატარების მკურნალობის ხარჯები თავად დაფაროს, რაც მშობლებს დამატებით კითხვებს უჩენს.">

კეთილი ნება თუ ერთგვარი კომპანსაცია – ახალციხის ბაღები ისევ კითხვებს აჩენს

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.04.2016
ახალციხის ბაღების აღსაზრდელების საავადმყოფოებში მოხვედრიდან, ზუსტაც ერთი თვის შემდეგ, რა სჭირდათ პატარებს, დადგენილი ისევ არ არის და აღარც იკვლევენ. მიუხედავად ამისა, მერიამ გადაწყვიტა, პატარების მკურნალობის ხარჯები თავად დაფაროს, რაც მშობლებს დამატებით კითხვებს უჩენს.

კეთილი ნება თუ ერთგვარი კომპანსაცია  – ახალციხის ბაღები ისევ კითხვებს აჩენს

ახალციხის საბავშვო ბაღების იმ აღსაზრდელების მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც ერთი და იგივე სიმპტომებით მარტის ბოლოს საავადმყოფოებში მოხვდნენ, ახალციხის მერია დაფარავს. ამის შესახებ ბაღების მენეჯერებმა მშობლები უკვე გააფრთხილეს.

მარტის ბოლოს, აპრილის პირველ კვირაში, მუცლის ტკივილითა და პირღებინებით, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პატარების მშობლებმა, მერიაში ფორმა N 100 უნდა მიიტანონ და განცხადება დაწერონ. მერია თანხას იმათ გადაუხდის, ვინც მკურნალობის საფასური თავად გადაიხადა.

„ერთ ბავშვზე 76 ლარი მაქვს გადახდილი, მეორე შვილის მკურნალობის თანხა, ისე წამოვედი საავადმყოფოდან არ გადამიხიდია. მე ჩემს თანხას გადამიხდიან და კლინიკას თავისას. განცხადება პარასკევს დავწერე“, – ამბობს ეკა სადათიერაშვილი, რომლის 2 მცირეწლოვანი შვილი ახალციხის პირველ ბაგა – ბაღში დადის. ეკას ორივე შვილი „უნიმედი სამცხეში“ მკურნალობდა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა ბერიძის განმარტებით, ამ ეტაპზე გაერთიანებაში “ფორმა N 100” 19–მა მშობელმა მიიტანა.

„ნაწილს სადაზღვეო კომპანიამ გადაუხადა, ნაწილი სოციალურად დაუცველი იყო და მკურნალობის საფასური თავად არ გადაუხდია“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმღვანელი ნანა ბერიძე.

მკურნალობის საფასურის ასანაზღაურებლად თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს. რა თანხებზეა საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია.

„ჯერ კიდევ შემოდის განცხადებები. ეს გადაწყვეტილება მერმა ვირუსის მასობრივი აფეთქების შედეგად მიიღო. “ფორმა N 100”–ში ყველას ნაწლავური ვირუსული ინფექცია უწერია. ახალციხის მერმა გაითვალიწინა მოსახლეობის სოციალ–ეკონომიური მდგომარეობა და აღნიშნული ფორმით დაემარება“, – აცხადებს ახალციხის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე.

ექიმ–ინფექციონისტის ნესტან უშხვანის განმარტებით, პაციენტების დიაგნოზი ასეთია: „ნაწლავთა ვირუსული ინფექცია –დაუზუსტებელი. ეს იყო ვირუსული, თუმცა რომელმა ვირუსმა გამოიწვია, ამ დრომდე დაზუსტებული არ არის“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსის არსებობას ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ.

„წინა კვლევებზე ერთ ბავშვს ნორო ვირუსი აღმოაჩნდა და ალბათ ის ვირუსია აქტიური. შეამოწმეს და სხვა ვერაფერი აღმოაჩინეს. ყველა კვლევა დასრულებულია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი ლალი კირთაძე.

შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ბაგა–ბაღის აღსაზრდელებმა საავადმოყოფოებს მიმართეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 29 პაციენტისგან აიღო სინჯები და აქედან ნორო ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა.

იმავე პერიოდში და ოდნავ მოგვიანებითაც, ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმებაც დაიწყო. ამ ეტაზე ეს კვლევებიც დასრულებულია. საკვებ პროდუქტებზე ლაბორატორიული შემოწმების საბოლოო პასუხები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 18 აპრილს მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, წყალში, მზა სურსათსა და ნედლეულ პროდუქტში დარღვევა არ გამოვლინდა.

მიუხედავად, კვლევების ამ შედეგებისა, მშობლების ნაწილს ეჭვი მაინც კვებით ინტოქსიკაციაზე აქვს.

„დღესაც ასე მგონია, რომ კვებითია, თუმცა არ ადასტურებენ. როგორ შეიძლება საავადმყოფოში ერთ დღეს გითხრან, რომ საკვებისგანაა, მეორე დღეს კი გადათქვან“, – ამბობს ეკა სადათიერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტიდან, 4 დღის განმავლობაში ახალციხის ორ საავადმყოფოში, 3–დან 6 წლამდე ასაკის 54 პაციენტი შევიდა. ყველა მათგანს მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნებოდა. 54– დან 24 მეხუთე ბაღის აღსაზრდელი იყო, 30 პირველის. ერთ–ერთ საავადმყოფოში, ‘უნიმედი სამცხეში’ უადგილობის გამო, პატარებს დერეფანში უკეთებდნენ გადასხმებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვირუსი თუ მოწამვლა – რა მოხდა სამი კვირის წინ ახალციხის ბაღებში, ჯერ ისევ უცნობია
ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ
რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ