FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა

მთავარისაზოგადოება 06.12.2013
დეკემბრის პირველ კვირაში, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელების რაოდენობის მესამედი მეცადინეობებს აცდენს, პარალელურად, ბავშვთა მიმართვიანობამ იმატა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში.

ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
N1 საბავშვო ბაღში 190 ბავშვი ირიცხება. ბაღის მენეჯერის ქეთევან საანიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში ჯგუფებში ბავშვების რაოდენობამ იკლო:„ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს, რის გამო არ დადიან ბავშვები. ამ კვირაში ბავშვების რაოდენობა უფრო შემცირდა. ამ ეტაპზე ბაღში 130 ბავშვი დადის“.

ბავშვების რაოდენობამ იკლო N2 ბაგა-ბაღშიც. ბაგა-ბაღის მენეჯერის ნათელა გელაძის განმარტებით, დაახლოებით 30 აღსაზრდელი ბაღში ვირუსის გამო არ დადის.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „იმედში“ განმარტავენ, რომ ბოლო ორი კვირაა ნოლიდან 5-წლამდე ბავშვების მომართვიანობამ იმატა. პაციენტების უმეტესობას ზედა სასუნთქი გზების ინფექციები აღენიშნება.

„უმეტესობას აქვს ბრონქიტი, ლარინგიტი. რამდენიმე ბავშვი მოიყვანეს ანთებით“,-ამბობს კლინიკა „იმედის“ ოჯახის ექიმი ვიოლა ინასარიძე.

პაციენტების მიმართვიანობის მომატებაზე საუბრობენ „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები პირად საუბრებში ამბობენ, რომ სტაციონარში 5 წლამდე ასაკის არაერთი პაციენტი წევს.

„უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურის წარმომადგენლის თეონა ლალიაშვილის განმარტებით, 7 დეკემბრის მდგომარეობით, ბავშვთა განყოფილებაში, ვირუსული ინფექციით ოთხი პაციენტი წევს.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
საგანგაშოა თუ არა ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექცია
აწყურში ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა