FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ

მთავარისაზოგადოება 08.04.2016
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მე–5 ბაგა–ბაღში შევიდა. შემოწმება ჯანდაცვის სამსახურის შეტყობინების საფუძველზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას საავადმყოფოებში მოხვედრილ 50 ბავშვს შორის, 24 ამ ბაღის აღსაზრდელი აღმოჩნდა. მომხდარის მიზეზებს ამ დრომდე სწავლობენ, დღეისთვის ცნობილი მხოლოდ კვლევის პირველადი შედეგებია.

ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ
ახალციხის მე–5 ბაგა–ბაღი
სურსათის ეროვნული სააგენტო მე–5 ბაგა–ბაღს ორი დღის განმავლობაში ამოწმებდა. 6 აპრილს შემოწმდა საკვები პროდუქტების ვარგისიანობისა და შენახვის პირობები, 7 აპრილს კი ლაბორატორიული კვლევისთვის წყლისა და მზა პროდუქტის სინჯები აიღეს.

„მეხუთე ბაგა–ბაღში კატლეტი და წყალი შემოწმდება“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ლია ბექაური. მისივე თქმით, პარალელურად, სააგენტო განმეორებით ამოწმებს ქალაქის პირველ ბაგა–ბაღსაც.

სააგენტომ ბაღების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას, ერთი და იგივე სიმპტომებით, ახალციხის საავადმყოფოებში 3–დან 6 წლამდე ასაკის 50–ზე მეტი ბავშვი მიიყვანეს. 30 მარტს სააგენტოს თანამშრომლები მხოლოდ პირველ ბაღში შევიდნენ, იმ ეტაპზე საავადმყოფოში ყველაზე მეტი ბავშვი ამ ბაღიდან იყო შესული.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვების ცუდად ყოფნის შემთხვევები მეხუთე ბაგა–ბაღშიც დაფიქსირდა“, – ამბობს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი, რომლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო სურსათის სააგენტომ ბაღების შემოწმება.

„მეხუთე ბაგა–ბაღში 24 შემთხვევა იყო, პირველში კი 30–მდე“, – გვეუბნება ახალციხის სკლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნანა ბერიძე.

სურსათის სააგენტოს პარალელურად, ჯანდაცვის სამსახურის შეტყობინების საფუძველზე, საქმეში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ცენტრის თანამშრომლები საავადმყოფოში ბავშვებისგან 4 დღის განმავლობაში იღებდნენ ანალიზებს გამოსაკვლევად.

„29 პაციენტიდან გამოსაკვლევად 47 სინჯი ავიღეთ. ცნობილი მხოლოდ პირველადი შედეგია, რომლის მიხედვით, 29–დან ერთ პაციენტს ნოროვირუსი აღმოაჩნდა“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი ლალი კირთაძე.

პირველადი შედეგი ბაღების აღსაზრდელების მშობლებს უკვე აცნობეს. მათ შორისაა პირველი ბაღის აღსაზრდელების დედა ეკა სადათიერაშვილი, რომლის 3 და 6 წლის შვილები საავადმყოფოში 4 დღე იწვნენ. ეკა ამბობს, რომ პასუხი კითხვებს უჩენს.

„ჯანდაცვის სამსახურმა დამირეკა და დამამშვიდა, არაფერი სჭირთ ბავშვებსო“, – გვეუბნება ეკა სადათიერაშვილი და ამატებს, რომ არავის არაფერში ადანაშაულებს, უბრალოდ, მინიმუმ პრევენციის მიზნით უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, – „პირველ დღეს ექიმმა თქვა კვებითი ინტოქსიკაციააო, შემდეგ გადათქვეს. ყველაზე რთულად ორი ბავშვი იყო, ჩემი და ბაგა–ბაღის პედაგოგის, ეჭვი მაქვს, რომ მოიწამლნენ. არც მენეჯერს ვანადაშაულებ და არც ბაღების გაერთიანებას, მაგრამ ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს 120 ბავშვის წინაშე?“

კვებით ინტოქსიკაციას კატეგორიულად გამორიცხავს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი.
„კვებას რატომ გამოვრიცხავ იცი? ორშაბათს, 28 მარტს, ღამე კლინიკებში მოხვდნენ ისეთი ბავშვები, რომელბიც ამ დღეს ბაღში არ ყოფილან. გარდა ამისა, ერთი და იგივე პროდუქტით მარაგდება ახალციხის ყველა ბაღი, მარტო ორ ბაღში მოხდა კვებით ინტოქსიკაცია?“ – ამბობს ნანა ბერიძე.

იყო თუ არა ეს კვებითი ინტოქსიკაცია, კითხვას გამოკვლევებმა უნდა გასცეს პასუხი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც და სურსათის ეროვნული სააგენტოც შემთხვევას ისევ იკვლევენ.

„ყველაფერი გადაგზავნილია თბილისში. პასუხები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი“, – ამბობს ლია ბექაური.

ამ ეტაპზე ვარაუდების დონეზე საუბრობს ჯანდაცვის სამსახური.

„რადგან ვერ ვაკავშირებთ საკვებ პროდუქტთან და წყალთან და გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული ნოროვირუსი, რისი შემთხვევები იმ პერიოდში სხვა რეგიონშიც იყო, შეიძლება ვთქვათ რომ ეს იყო ნოროვირუსით გამოწვეული ეპიდაფეთქება“, – გვეუბნება ფატი ხაბულიანი.

„როგორც კი შედეგი დადგინდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად გამოაქვეყნებს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვირუსი თუ მოწამვლა – რა მოხდა სამი კვირის წინ ახალციხის ბაღებში, ჯერ ისევ უცნობია
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ
კეთილი ნება თუ ერთგვარი კომპანსაცია  – ახალციხის ბაღები ისევ კითხვებს აჩენს
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო
რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია