FM97.5 / LIVE

რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2017
ახალციხის საავადმყოფოში ბავშვების მიმართვიანობამ იკლო, პარალელურად, სურსათის უვნებლობის სამსახური ბაგა–ბაღებში პროდუქტებზე სინჯებს იღებს.

რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

წინა დღეებთან შედარებით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში ახალციხის ბაგა–ბაღების აღსაზრდელბის მიმართვიანობამ იკლო. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ელდარ ალიევის განმარტებით, კლინიკას დღეს, 19 სექტემბერს მხოლოდ ერთმა პაციენტმა მიმართა: “წინა დღეებში შემოსული პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, ისინი დღის ბოლომდე გაეწერებიან ბინაზე“.

შემცირებულია ახალი ფაქტების გამოვლენა ბაგა–ბაღებშიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის განმარტებით, დღეს თავი შეუძლოდ მხოლოდ 2–მა პატარამ იგრძნო. მიუხედავად ამისა აღსაზრდელების რაოდენობა ბაღებში ნაკლები იყო.
„შიშის ფაქტორი მუშაობს მშობლებში. ეშინიათ, რომ ვირუსი მათ შვილებსაც არ გადაედოთ“, – ამბობს ნანა ბერიძე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის ბაგა–ბაღებში ვითარების შესწავლა გუშინ 18 სექტემბერს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ლია ბექაურის განცხადებით, ბაგა–ბაღებში აღებულია წყლისა და სხვადასხვა პროდუქტის სინჯები.

„მიმდინარეობს არაგეგმიური ინსპქტირება, აგრეთვე ავიღეთ სინჯები, მათ შორის სასმელი წყლის და პროდუქტების“, – განმარტავს იგი.
როდის იქნება პასუხებული აღებული სინჯებიდან, ამ ეტაპზე უცნობია: „ეს ლაბორატორიაზეა დამოკიდებული, როდის გამოგვიგზავნის პასუხებს. დღესაც ვატარებთ არაგეგმიურ ინსპექტირებას და სინჯები ავიღეთ რამდენიმე ბაღიდან“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეიყვანეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას, ორი დღის განმავლობაში, 35–მა პაციენტმა მიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ
ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება ინვენტარით აღჭურვაზეა დამოკიდებული
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა