FM97.5 / LIVE

ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 01.04.2016
მოწამვლა საკვებისგან თუ ინფექციური დაავადება. ბოლო 4 დღეში ახალციხის საავადმყოფოებში 3–დან 6 წლამდე ასაკის 41 პაციენტი შევიდა, ყველა ერთი და იგივე სიმპტომებით და უმეტესობა ერთი კონკრეტული ბაღიდან. მომხდარს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს.

ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა

მესამე დღეა „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებასა და კლინიკა „იმედში“ მცირეწლოვანი პაციენტების ნაკადი არ წყდება. თითქმის ყველას ერთი და იგივე კლინიკური ნიშნები აქვს: გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი, თავისა და მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე.

„ჩემი შვილის 5 წლისაა, ორი დღის წინ, ბაღიდან რომ მოვიდა, მუცელი და თავი სტკიოდა. საღამოს აღებინა, მაშინვე წამოვიყვანე საავადმყოფოში და გადასხმა გაუკეთეს“, – ამბობს ზოია აღოშაშვილი, რომელსაც შვილი პირველ ბაგა–ბაღში დაჰყავს.

მსგავსი სიმპტომებით მკურნალობს მაია მკრტიჩიანის 5 წლის შვილიც, რომელიც ასევე პირველ ბაგა–ბაღში დადის: „30 მარტს დაეწყო მუცლის ტკივილი და გულისრევა. ყოველდღე ამომყავს და გადასხმას ვუკეთებ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, არ ვიცი“.

სწორედ პირველი ბაგა–ბაღიდან შევიდა ბოლო 4 დღეში ყველაზე მეტი პაციენტი საავადმყოფოებში. პალატები რომ გადაივსო, „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედინიცო დაწესებულებაში პაციენტებს გადასხმები დერეფანში გაუკეთეს.

„კალიდორებში“ ზიან, არ გვყოფნის ადგილი. სულ 4 პალატა გვაქვს. თერაპიულმა განყოფლებამ დაგვითმო ადგლი და პაციენტების ნაწილი იქ წევს. პირველად პაციენტები პირველი ბაგა–ბაღიდან შემოიყვანეს, ამის შემდეგ სხვა ბაღიდანაც იყვნენ, მაგრამ მცირე რაოდენობით“, – ამბობს „უნიმედი სამცხეს“ ექიმი–ინფექციონისტი ნესტან უშხვანი.

ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა

ამ ეტაპზე „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში 14 პატარა მკურნალობს. ჯამში კლინიკას 35–მა პაციენტმა მიმართა.

6–მა პაციენტმა მიმართა იგივე სიმპტომებით კლინიკა „იმედს“. ბავშვთა განყოფილების გამგის ვიოლა ინასარიძის განმარტებით, ექვსივე 5 წლამდე ასაკის იყო: „ბოლო ორ დღეში მოგვმართეს. ყველა გაწერილია ბინაზე შესაბამისი მკურნალობის შემდეგ“.

ორივე სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტების უმეტესობა პირველი ბაგა–ბაღიდან იყო. ინფექციის გამომწვევ მიზეზებზე ექიმები ჯერ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ანალიზების პასუხებს ელოდებიან, თუმცა, ამატებენ, რომ მოკლე დროში ინფექციის ასეთი მასშტაბური გამოვლინება, ნამდვილად ყურადსაღებია.

„ჩვენ ვერ დავადგენთ, ფაქტია რომ რაღაცამ გამოიწვია, ამას ადგენენ. ეს ვირუსმაც იცის, არაფერია გამორიცხული. გაგზავნილია და ნიმუშები დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ჩვენს ლაბორატორიებშიც კეთდება, ჯგუფი იკვლევს გამომწვევ მიზეზებს“, – ამბობს ნესტან უშხვანი.

პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერი ციცო საანიშვილის ამბობს, რომ პირველი შემთხვევა ბაღში სამშაბათს, 29 მარტს დაფიქსირდა: „ბავშვი მოთენთილი იყო, მუცელი და თავის სტკიოდა, დავურეკეთ მშობელს და წაიყვანა. რამდენ ბავშვს ჰქონდა მსგავსი სიმპტომები, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ნაწილს სახლში დაეწყო გულისრევა. დღეს მშობლებთან გადავამოწმეთ და შვიდი ბავშვია, რომლებსაც ღებინება დღეს დაეწყოთ. სამშაბათიდან დღემდე ამ სიმპტომებით ბაღიდან 7–8 ბავშვი გავუშვით. ვფიქრობთ, რომ ეს ინფექციური დაავადებაა“.

პირველ ბაღში ირწმუნებიან, რომ გამორიცხულია ინფექციის გამომწვევი საკვები იყოს.

„საკვებისგან არ არის, გამორიცხულია. ყველაფერი ვადიანი და საუკეთესოა, ჩვენი ხელით ვამზადებთ პელმენს, ვასუფთავებთ ქათამს, მხოლოდ თევზი შემოდის გაყინული“, – ამბობს ციცო საანიშვილი.

კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძეც. მისი თქმით, შემთხვევები ყველა ბაღში გამოვლინდა, უბრალოდ, პირველი ბაღი ყველაზე დიდ კონტიგენტიანია და შესაბამისად, ამ ბაღში უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს კვებითი ინტოქსიკაცია არ არის, ახალი კერები ჩნდება. იმ ბავშვებსაც აქვთ, რომლებიც ბაღში არ დადიან, არის უფროს ასაკშიც“, – ამბობს ნანა ბერიძე და ამატებს, რომ ბავშვები იქამდე გრძნობდნენ თავს ცუდად, ვიდრე საკვებს მიიღებდნენ: „ბავშვებმა დილით არ ჭამეს, მასწავლებლები დაინტერსდნენ, გაუზომეს და სიცხეები ჰქონდათ. გუშინდელი მონაცემებით, 27 ბავშვია ავად “.

მომხდარით სურსათის ეროვნული სააგენტო დაიტერესდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სურსათის ეროვნული სააგენტოში განუმარტეს, პირველ ბაგა–ბაღში ინსპექტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან შესული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს.

“ეჭვი მიიტანეს წყალზე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ პირველ ბაგა–ბაღში და ჩაატარეს ინსპექტირება. გამოვლინდა რამდენიმე არაკრიტიკული შეუსაბამობა, იქ იყო ისეთი დარღვევები, რომელიც პირდაპირ ბავშვების ჯანმრთელობაზე არ აისახება, თუმცა საჭიროებს გამოსწორებას. ამიტომ მიეცათ რეკომენდაციები გამოსასწორებლად. წყლის ნიმუშები აღებულია და ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეცოდინება 5–7 დღეში“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა

ყველა ბაღი შეამოწმა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა. აქ შეტყობინება 30 მარტს შევიდა. ცენტრში ამბობენ, რომ ბაღების შესამოწმებლად მაშინვე გავიდნენ.

„წაღებულია ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშები, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი და დადგინდეს გამომწვევი მიზეზი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

მისი თქმით, ახალციხეში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდანაც იყვნენ: „აიღეს ანალიზები ლაბორატორიისთვის. გამოიკვლევენ განავალსა და პირნაღებ მასასაც“.

მომხდარის მიუხედავად, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ აღსაზრდელების 95% ბაღს არ აცდენს.

"უფლება არ მაქვს რომ სწავლა შევაჩერო. მუშაობს ჯანდაცვა, ყოველდღიური მონაცემები აქვს. ისინი გამოიტანენ დასკვნას, რა არის მიზეზი და რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ. უნდა შეაჩერონ ბაღი თუ არა, მე ამაზე კომპეტენტური არ ვარ", – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე და აქვე ამატებს, რომ თავად ყოველ დღე მიდის სამედიცინო დაწესებულებეში ვითარების შესასწავლად.

მანამდე, ვიდრე შესაბამისი უწყებები მომხდარის მიზეზს დაადგენენ, ახალციხის 8–ვე საბავშვო ბაღში კონტროლი გამკაცრდა – ბაღებში დეზინფექცია გააძლიერეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ახალციხის ბაღებში საკვებს ამოწმებენ
ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
რა აჩვენა ახალციხის ბაღების შემოწმებამ
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება