FM97.5 / LIVE

'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს

მთავარიპოლიტიკა, მოქალაქე ჟურნალისტები 30.03.2016
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მესხეთში შეხვედრები დაასრულეს. დასკვნითი შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პარტიის ანგარიშის წარდგენით დასრულდა.

'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს

„თავისუფალი დემოკრატების“ სტუმრობა მესხეთში, დღეს, 30 მარტს, ადგილობრივებთან დისკუსიით დასრულდა. შეხვედრა 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

ცენტრში შეკრებილებს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური გუნდის ხედვები და მთავარი პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო კურსს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს. ასევე, საარჩევნო პროგრამასა და პროგნოზებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, მათი მთავარი ოპონენტი კოალიცია „ქართული ოცნებაა“ და არჩევნებში სწორედ მის დასამარცხებლად იბრძოლებენ. იმ, შემთხვევაში თუ ამომრჩეველი, არჩევანს მათზე გააკეთებს, ირაკლი ალასანია მოსახლეობას სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ჰპირდება.

„უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სამსახური, რომელიც მცირე ბიზნესს ფეხზე დადგომაში დაეხმარება. საჭიროა სახელმწიფოში პროცესების ეფექტური მართვა, რისთვისაც აუცილებელია პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, რომლის დეფიციტიც დღეს საქართველოში არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ადგილობრივებს პოლიტიკოსის აზრის მოსმენა ძირითადად, ძირითადად სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და საგარეო საკითხებზე აინტერსებდათ.

,,სამცხე- ჯავახეთში უამრავი პრობლემაა, მთავრობა ხალხს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ჩვენი ყველაზე დიდი გასაჭირი უმუშევრობაა, დაბალია პენსიაც. იმედია ეს არჩევნები მაინც სასიკეთოდ შეცვლის ჩვენს ყოფას“, – განაცხადა რუსუდან გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, პარტიის ლიდერები რეგიონს გუშინ ესტუმრნენ. გუშინ ისინი ბორჯომში მოვაჭრეებსა და სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. დღეს შეხვედრები ახალციხის ბაზრიდან დაიწყო. მოვაჭრეების პრობლემების მოსმენის შემდეგ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სოფლებში, ზიკილიასა და აგარაში მოისმინეს ადგილობრივების გასაჭირი, მოგვიანებით კი ახალციხეში, ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები მოინახულეს.

დასკვნითი შეხვედრა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით შედგა.

'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს

[ლუბა გიორგაძე, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეს ირაკლი ალასანია ესტუმრება
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს
ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა
„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
ზიკილიელების გასაჭირი და ალასანიას დაპირებები