FM97.5 / LIVE

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში

მთავარიპოლიტიკა 07.02.2015
დაუსაქმებლობა, ხელმიუწვდომელი ფინანასური რესურსი, ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დეფიციტი და უშიშროების სამსახურების ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობაში, – თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა ადიგენსა და ახალციხეში ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში

ადიგენშიც და ახალციხეშიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ, დასახლების ცენტრში გამართეს. მათ ადგილობრივებს განუმარტეს, რომ იმ პრობლემების მოსასმენად იყვნენ ჩამოსული, რაც ხალხს აწუხებს და გამორთული კამერების ფონზე, გულწრფელი საუბარი შესთავაზეს.

„ჩვენ არ ჩამოვსულვართ ჩვენი, დაგეგმილი პროექტებით და დაპირებებით. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და შემდეგ თქვენს საჭიროებებს მოვარგოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადეს ლიდერებმა.

ახალციხეში, ცენტრალურ პარკთან შეკრებილებმა პარტიის ლიდერებს უთხრეს, რომ პირველ რიგში უსამსახურობა აწუხებთ. „უნივერსიტეტს ვამთავრებთ, მაგრამ რეალურად სამუშაო ადგილები არ არის“, – ამბობდნენ ახალგაზრდები.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში ნაწილმა ირაკლი ალასანიას ახალციხის სპორტსკოლაზე შესჩივლა: „ისე ცივა, რომ იქ ჩასვლა და ვარჯიში შეუძლებელია“.

შეკრებილთა ნაწილი საუბრობდა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების „კარჩკეტილობაზე“: „კაბინეტებში სხედან, ხალხთან არ გამოდიან, არ ელაპარაკებიან“.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას ასპინძიდან ჩამოსული რამდენიმე მოქალაქეც ესწრებოდა. ისინი ასპინძის გამგებელს, ლევან ცაბაძეს უჩიოდნენ. ამბობდნენ, რომ გამგებელი პროექტების განმახორციელებლებს ტენდერების გარეშე, მოლაპარაკებებით ეძებს. მოქალაქეებს სამსახურებიდან დაუმსახურებლად ათავისუფლებს, რაგბის ბაზა კი „თბილისიდან ჩამოყვანილი კადრებით გაავსო“.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში „მე გამათავისუფლეს სამსახურიდან არაფრის გამო. ასპინძაში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო, რომელსაც 70 დღე ეძებდნენ მტკვარში. ის ჩემი ახლობელი იყო და გამგებელს ვთხოვე, მაშველები კი ეძებენ და იქნებ თქვენც დაგვეხმაროთ–თქო. ეს არ გააკეთა, ამიტომ, შემდეგ არჩევნებზე, მე „ოცნებას“ კი მივეცი ხმა, მაგრამ გამგებელს არა. ამის გამო შტატი შემიკვეცა, დამტოვა უმუშევარი, მამის პენსიაზე“, – განაცხადა ასპინძის სპორტული ცენტრის ყოფილმა საქმეთა მმართველმა ლეილა ხმალაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში პარტიის გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, ადიგენში მოსახლეობა ძირითადად გასაღების ბაზრის არარსებობაზე ჩიოდა: „ხალხს სჭირდება ხელშეწყობა, იმისათვის რომ მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მაინც იყოს დომინანტი. საწყის ეტაპზე ხელისუფლება ამას აკეთებდა, მაგრამ დღეს ჩვენი შიდა ბაზრის 80% გაჯერებულია უცხოური პროდუქციით“.

პარტიის ლიდერებმა მედიასთან განმარტეს, რომ ადიგენშიც და ახალციხეშიც მოსახლეობას ძირითადად მსაგავსი პრობლემები აქვს, ეს არის პირველ რიგში დაუსაქმებლობა, ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობა და ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დეფიციტი.

„რესურსი სამარისზე მეტი აქვს ხელისუფლებას, მთავარია თანხების სწორად განაწილება, წვდომა უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს მცირე თანხებთან მაინც, რომლითაც შეძლებენ წამოიწყონ თავიანთი საქმე. სხვადასხვა ფონდები შექმნეს, „აწარმოე საქართველოში“ ეს პროექტიც დაწყებულია, მაგრამ მასობრიობა არ არის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთშიირაკლი ალასანიამ თვითმმართველობის მუშაობაში უშიშროების სამსახურების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრებოდა: „ჩვენ ავირჩიეთ მერები, გამგებლები, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს აკეთებენ, არ აქვთ ინსტრუმენტები და ძირითადად ასეთ საკითხებს წყვეტს უშიშროების სამსახური“, – განაცხადა ალასანიამ.

ლიდერების განცხადებით, შემდეგ ჩამოსვლაზე „თავისუფალი დემოკრატები“ ხალხს ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზას შესთავაზებენ.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შიდაპარტიული შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, როდესაც ყველა რეგიონში და რაიონში ჩვენი წარმომადგენლობა იქნება ძლიერი“, – განაცხადა ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრები მესხეთში

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს
ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
სამცხე–ჯავახეთში 'თავისუფალი დემოკრატები' კოალიციაში რჩებიან
ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
'თავისუფალი დემოკრატები' თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ