FM97.5 / LIVE

ზიკილიელების გასაჭირი და ალასანიას დაპირებები

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
უმუშევრობა, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები,მაღალმთიანის სტატუსისა და სოციალური დახმარების გაუქმება, საძოვრების არარსებობა, – იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ზიკილიელები „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს ესაუბრნენ.

ზიკილიელების გასაჭირი და ალასანიას დაპირებები
შეხვედრა ზიკილიის მცხოვრებლებთან. 30 მარტი, 2016წ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 30 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს მოისმინა.

ადგილობრივები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს არაერთი პრობლემის შესახებ ესაუბრნენ, მათი თქმით ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაღალმთიანის სტატუსის შეწყვეტა და საძოვრების არარსებობაა, რის გამოც მოსახლეობა მესაქონლეობას ვეღარ მისდევს.

„საძოვრები არ გვაქვს ზიკილიაში. ააშენეს ჰესი და მთელი სოფლის მიწა წაგვართვეს. ერთ ძროხასაც ვერ შევინახავთ, რომ ოჯახი ვარჩინოთ, რა გვეშველება არ ვიცით. გვეგონა, რომ კომპენსაციას მოგვცემდნენ, მაგრამ შედეგი არანაირი არ არის. სოფელში უმეტესობა უმუშევარია. მოსახლეობის 99%–ს ბანკის ვალები გვაქვს, ზოგს სახლსაც უყიდიან“, – ამბობს სოფელ ზიკილიაში მცხოვრები მზია კობახიძე.

„ჩვენ კანონს შემოვიღებთ, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩამოვაწეროთ ხალხს უიმედო ვალები", – მიმართა ადგლობრივებს ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, 2008 წლის შემდგომ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება სერიოზულად შეფერხდა, ვალების პირისპირ ბევრი მოქალაქე დარჩა: "ვალების ჩამოწერა საშუალებას მოგვცემს, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ახალი, ეკონომიკური აქტივობების შანსი“.

„თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ შესაბამის ორგანოებთან უშუამდგომლებს: „აღმოჩნდა, რომ ახალი კრიტერიუმებით ესდასახლება არ მოხვდა იმ სოფლების სიაში, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. ჩვენ დავპირდით მათ, რომ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს სპეციალურ საბჭოსთან. კონკრეტული ინდივიდების პრობლემებს მივიტანთ აღმსარულებელი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან“.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატები" მესხეთს მეორე დღეა სტუმრობენ. გუშინ შეხვედრები ბორჯომში გაიმართა. დღეს კი სოფელ ზიკილიამდე პარტიის წევრები ახალციხის ბაზარში შეხვდნენ მოვაჭრეებს. შეხვედრები ახალციხეში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ზიკილიელების გასაჭირი და ალასანიას დაპირებები
შეხვედრა ზიკილიის მცხოვრებლებთან. 30 მარტი, 2016წ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს
ხვალ ახალციხეს ირაკლი ალასანია ესტუმრება
ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა
'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია