FM97.5 / LIVE

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხეში, შპს "სავაჭრო ცენტრ ახალციხის“ (ახალციხის ბაზარი)მოვაჭრეებს შეხვდა.

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს

მოვაჭრეები ალასანიას თავიანთი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი გასაჭირი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებია. იმ ფონზე, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ყოველთვიური პროცენტების გადახდა და ამვდროულად ოჯახის რჩენაც, ძალიან უჭირთ.

გარდა ამ საერთო პრობლემისა, რძის პროდუქტების გამყიდველები ამბობენ, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმი, მაგალითად ყველი, მათ პროდუქციას სერიოზულ კონკურენციას უწევს და ნატურალურ პროდუქტებს ნაკლები მყიდველი ჰყავს.

ბაზრის ერთ–ერთმა მოვაჭრემ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ შესჩივლა. ალასანია მას დაჰპირდა, რომ საკითხს შეისწავლის და სოციალურ სააგენტოსთან უშუამდგომლებს.

ირაკლი ალასანიამ და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებმა მოვაჭრეებს პრობლემების მოგვარების მათეული ხედვა შესთავაზეს. ლიდერებმა მოვაჭრეებს გააცნეს ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ახალციხის ბაზრიდან "თავისუფალი დემოკრატები" სოფელ ზიკილიაში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მოგვიანებით შეხვედრები ისევ ახალციხეში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატები" ახალციხეს გუშინ, 29 მარტს ესტუმრნენ. გუშინ შეხვედრები ბორჯომში გაიმართა.

ირაკლი ალასანია ახალციხეში შეხვედრებს მართავს

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზიკილიელების გასაჭირი და ალასანიას დაპირებები
ირაკლი ალასანია: ‘ბაზარში იგრძნობა, როგორი ეკონომიკური დინამიკა აქვს მუნიციპალიტეტს’
ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა
ხვალ ახალციხეს ირაკლი ალასანია ესტუმრება
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
'თავისუფალი დემოკრატების' ანგარიში ახალციხეში მცხოვრებლებს
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია